საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ხედვა და მისია

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მისია

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დაცვას. ფონდს სწამს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტით, რაც მას განვითარების, თვითრეალიზაციის და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამის ხედვა
ძალადობისგან ბავშვთა დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ძალადობისგან ბავშვთა დაცვა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის პრიორიტეტული მიმართულებაა. ფონდს სწამს, რომ ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ისეთ სამყაროში, სადაც მას ღირსეულად ეპყრობიან, მის აზრს ითვალისწინებენ, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამის მისია
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი:

  • იცავს ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, განვითარების და თანასწორობის უფლებებს.
  • ზრუნავს, რომ ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მისი ღირსების და ავტონომიის დაცვით.
  • პასუხობს ზრუნვისა და დაცვის საჭიროების მქონე ბავშვებს, ცდილობს, მათი ხმა მიაწვდინოს პოლიტიკის განმსაზღვრელ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
  • მხარდაჭერას აფუძნებს ბავშვის ძლიერ მხარეებზე და განუხრელად იცავს პრინციპს „არ ავნო“.
  • პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში, ხელს უწყობს ბავშვების და ახალგაზრდების მონაწილეობას და ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს. 

2020-2025 წლის სტრატეგიული მიმართულებები 

ცნობიერების ამაღლება 

  • საზოგადოების ინფორმირება ბავშვებზე და ახალგაზრდებზე ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის საკითხებზე; 
  • მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და შეტყობინების საჭიროების შესახებ;
  • ბავშვების და ახლაგაზრდების გაძლიერება თავიანთი უფლებების დასაცავად, რომ მათ შეძლონ უფლებების დარღვევის ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება;
  • ოჯახის განათლება ბავშვის აღზრდის საკითხებზე, ფიზიკური დასჯის, ფსიქოლოგიური ზეწოლის და სხვა ძალადობრივი მიდგომების მიუღებლობა. 
პროფესიონალთა ცოდნის და უნარების განვითარება
  • ძალადობის და უგულებელყოფის რისკების დროული გამოვლენა და მათზე რეაგირება;
  • ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
  • კონფიდენციალურობის საზღვრების განსაზღვრა და პირადი ინფორმაციის დაცვა;
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა; 
საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურება
  • ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფი და მსხვერპლი ბავშვის საჭიროებების შეფასება;
  • ძალადობა გადატანილი ბავშვის კონსულტირება და რეაბილიტაცია;
  • მშობლის გაძლიერება ბავშვის მხარდაჭერის და ძალადობის პრევენციის მიზნით; 
ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული სიტემის და მომსახურების განვითარების ხელშეწყობა
  • ბავშვების და ახალგაზრდების დაცვის და კეთილდღეობის სისტემების მონიტორინგი, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
  • სხვადასხვა უწყებებსა და პროფესიონალთა შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
  • სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაში მონაწილეობა. 

მიზნობრივი ჯგუფები
ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები
ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვის და კეთილდღეობის პოლიტიკის განმსაზღვრელი და გადაწყვეტილების მიმღები პირები

ბენეფიციარები
ზრუნვისა და დაცვის საჭიროების მქონე ბავშვები და ახალგაზრდები
ძალადობის და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon