საუბრები უსაფრთხოებაზე ბავშვებისა და მშობლებისთვის



ჩვენ ბავშვი გვინდა დავიცვათ მოსალოდნელი ზიანისგან, აღვზარდოთ იგი საზრიანი და თავდაჯერებული.

პირადი უსაფრთხოების სწავლების დაწყება ადრეული ასაკიდანვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საჭირო და შესაძლებელი. სწავლების სხვადასხვა გზა არსებობს - სწავლა თამაშით, საუბრები, გართობის, სეირნობის, ბანაობის ან ძილის წინ ზღაპრების დროს. ერთერთი საუკეთესო გზა წიგნების ერთად კითხვაა, განსაკუთრებით კი ისეთი წიგნების, რომლებიც ასაკის გათვალისწინებით მიზნობრივად უსაფრთხოების სწავლებაზეა მორგებული.

ეს წიგნი შექმნილია 2-დან 5 წლამდე ასაკის მშობლებისა და აღმზრდელებისთვის. იგი ითვალისწინებს ათწლეულების კვლევებზე დაფუძნებულ, ადვილად ასათვისებელ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავისუფლად ესაუბროთ თქვენს პატარას პირად უსაფრთხოებაზე. გამოიყენეთ ისინი თქვენი თავდაჯერებულობისა და შემართებისთვის, რაც უცილობლად გესაჭიროებათ ბავშვებთან უსაფრთხოების შესახებ საუბრისას. დაიწყეთ ღიად საუბარი პირადი უსაფრთხოების შესახებ. სწორად და კარგად ინფორმირებული ბავშვები იშვიათად ხდებიან დამნაშავეთა სამიზნე.

სახელმძღვანელო მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ, პროექტის: “ბავშვობა ძალადობის გარეშე - ერთობლივი ძალისხმევა ბავშვზე ძალადობის პრევენციით, სათანადო რეაგირებითა და მხარდაჭერით“, ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო დახმარების ფონდის მიერ.





http://phf.org.ge/uploads/gallery/BICEalllogo.jpg



გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon