ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს პირადი უსაფრთხოების და სექსუალური ძალადობის შესახებ


საუბრის გზამკვლევი მშობლებისა და აღმზრდელებისთვის


ბავშვზე სექსუალური ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვებთან, ადრეული ასაკიდანვე, პირადი უსაფრთხოების შესახებ ღია და ხშირი საუბარი. ბავშვზე სექსუალური ძალადობა საშინელი მოვლენაა, მაგრამ მისი თავიდან აცილებისთვის ძალადობაზე საუბარი არ არის აუცილებელი.

• ბავშვებისთვის დააწესეთ პირადი უსაფრთხოების მარტივი წესები: ადვილად დასამახსოვრებელი და გასაგები.

• მნიშვნელოვანია იცოდეთ ძალადობის ფაქტები და ნიშნები - და ასევე, რა უნდა გააკეთოთ და თქვათ, თუ ეს მოხდება.

• დასვით ღია კითხვები; ივარჯიშეთ აქტიურ მოსმენაში და დაუჯერეთ თქვენს შვილს.

• ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ბავშვთან პირადი უსაფრთხოების შესახებ საუბრების წარმართვაში.


მყუდრო ოთახი, რბილი ტახტი, თბილი რძე, ჭიქა ცხელი შოკოლადი ან სხვა სასუსნავი, დაგეხმარებათ მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში. საუბრის დროს იყავით ლიდერი, ბავშვი გამოგყვებათ თქვენ.

პირადი უსაფრთხოების შესახებ საუბრებს მიუდექით ისევე, როგორც უდგებით უსაფრთხოების სხვა, ყოველდღიურ საკითხებს, როგორაცაა ქუჩაში მოძრაობის წესი, ცეცხლთან და წყალთან ურთიერთობა და სხვა. ისაუბრეთ მშვიდად და თავდაჯერებულად.


ბავშვები, რომლებიც ინფორმირებული არიან მათი სხეულის და პირადი უსაფრთოხების შესახებ, და რომლებსაც შეუძლიათ ღია და მეგობრული საუბარი მშობლებთან, ნაკლებად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.

გზამკვლევი მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ, პროექტის: “ბავშვობა ძალადობის გარეშე - ერთობლივი ძალისხმევა ბავშვზე ძალადობის პრევენციით, სათანადო რეაგირებითა და მხარდაჭერით“, ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო დახმარების ფონდის მიერ. პროექტი ხორციელდება ბავშვის საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროსთან თანამშრომლობით.












http://phf.org.ge/uploads/gallery/BICEalllogo.jpg



 
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon