ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე უკრაინაში ომისა და ომის შედეგებისგან!

ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე უკრაინაში ომისა და ომის შედეგებისგან!

 

ჩვენ მოვუწოდებთ  მთავრობებს ევროპაში მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა უზრუნველყონ კონფლიქის ზონაში მოხვედრილი ბავშვების უფლებების დაცვა და სრული პატივისცემა.



დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის

 

ევროპა - მსოფლიო შეძრა უკრაინასა და უკრაინელ ხალხზე არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა თავდასხმამ. ამ ომმა  მრავალი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, დაღუპვა და საომარი მოქმედებებისგან თავის დაღწევის მიზნით, ოჯახების მასობრივი დევნილობა გამოიწვია. UNHCR-ის მონაცემებით, სულ მცირე მილიონნახევარი ადამიანი ამჟამად თავს  უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებს აფარებს. გაეროს და სხვა ლტოლვილთა ორგანიზაციების შეფასებით, ომისგან  გაქცეული ადამიანების რაოდენობა 4-დან 7 მილიონს მიაღწევს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე 36 ბავშვია დაღუპული.

 

ევროპაში ECPAT-ის წევრი ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ამ განცხადებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის და ტრეფიკინგის აღმოფხვრაზე მუშაობენ. განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები ღრმად არიან შეშფოთებული იმ საფრთხეებით, რომელსაც უკრაინაში მყოფი, ან  თავდასხმისგან გაქცევის პროცესის დროს ბავშვებია წყდებიან. ეს საფრთხეები მოიცავს ფიზიკურ ზიანს, სიცოცხლის და ოჯახის დაკარგვას, მძიმე ემოციური დისტრეს, სკოლისა და განათლების ხელმისაწვდომობის დაკარგვას და უსაფრთხო თავშესაფრის არარსებობას და სხვა. ომი სერიოზულად ემუქრება მათ ხელმისაწვდომობას საკვებზე, წყალზე, თავშესაფარზე, სამედიცინო მომსახურებასა და ფსიქო-სოციალურ დახმარებაზე.

 

ეს ომი უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის ყველა დაზარალებულს, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე დაუცველებს - ბავშვებს. ნებისმიერი კონფლიქტის დროს ბავშვები ყველაზე მწვავედ  განიცდიან ფიზიკურ და ემოციურ ზიანს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობის გამო, რაც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ შეძრწუნებული ვართ მათი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით (CRC) გათვალისწინებული უფლებების დარღვევით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ყველასგან მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვას.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყონ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების დაცვა და მოვლა. მათი უფლებები დაცული უნდა იყოს.

 

ამ ომის დაწყებიდან, ჩვენი წევრი ორგანიზაციები და მოკავშირეები უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და მთელს ევროპაში, ეხმარებიან ათასობით უკრაინელ ბავშვს და ოჯახს, რომლებიც გაურბიან ომს და ეძებენ დაცვის შესაძლებლობებს.

 

ჩვენი წევრების ინფორმაციით, ლტოლვილებს შორის უამრავი ბავშვი თანმხლები პირის გარეშეა. არსებული ქაოტური სიტუაციის გამო, უკრაინასა თუ მეზობელ ქვეყნებში, დაკარგული ბავშვების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. დაკარგული და თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან ტრეფიკინგის, ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ. მათი უსაფრთხოება და დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს!

 

ECPAT-ის წევრები ევროპაში, რომლებიც შეუერთდნენ ამ განცხადებას, მოუწოდებენ ევროპის მთავრობებს, ევროკომისიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჰუმანიტარულ მისიებს, მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა მოახდინონ თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვების სწრაფი იდენტიფიცირება და მოათავსონ ისინი უსაფრთხო, ბავშვზე მორგებულ და დაცულ გარემოში, ასევე უზრუნველყონ მათი სრული ხელმისაწვდომობა  ბავშვის დაცვის,  ჯანდაცვის, განათლების და ფსიქო-სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, უზრუნველყონ მეურვის დაუყოვნებელი დანიშვნა და მშობლებთან და სხვა აღმზრდელებთან კონტაქტის სწრაფი აღდგენა.

 

შეხსენება: დაკარგული, ძალადობის ან ექსპლუატაციის რისკის წინაშე მყოფი ბავშვის შესახებ შეგიძლიათ დარეკოთ და ითხოვოთ უფასო დახმარება, დაკარგულ ბავშვთა ცხელ 116-000, ან ბავშვთა დახმარების ხაზებზე 116-111, რომლებიც ევროპის მასშტაბით სულ მცირე 32 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

 

 

გადაუდებელი შეკითხვებისა და ინფორმაციისთვის მიმართეთ:

 

Altin Hazizaj (He/him), ECPAT Albania, member of ECPAT International Board for Eastern Europe,

E-mail: altin.hazizaj@crca.al (Languages: Albanian, English, French and Italian)

 

Carrie van der Kroon (she/her), ECPAT Netherlands, member of ECPAT International Board for Western Europe,

E-mail: c.vanderkroon@defenceforchildren-ecpat.nl (Languages: Dutch, English and Spanish)


განაცხადს მხარს უჭერს  ECPAT International-ის წევრი ორგანიზაციები ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან:

 

ARSIS Association for the Social Support of Youth (Greece) CRCA / ECPAT Albania

Crisis Center "Care", Kazakhstan

Defence for Children – ECPAT Netherlands

ECPAT Bulgaria - Neglected Children Society

ECPAT Austria

ECPAT Belgium

ECPAT France

ECPAT Germany

ECPAT Italy

ECPAT Luxembourg

ECPAT Norway

ECPAT Portugal

ECPAT Sweden

ECPAT UK

Empowering Children Foundation, Poland

First Children’s Embassy in the World Megjashi, North Macedonia

Hintalovon Foundation, Hungary

Journalists for Human Rights, North Macedonia

La Strada Moldova

Network of Organizations for Children of Serbia

NGO Isiqbolli Avlod, Uzbekistan

Public Health Foundation of Georgia

Sana Sezim, Kazakhstan

Save the Children Finland

Tartu Child Support Center, Estonia

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon