17 მაისი - ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო დღე - ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს ხმა - მოვუსმინოთ და გავიგოთ  მათი ხმა, პატივი ვცეთ და ვიმოქმედოთ

17 მაისი - ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო დღე - ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს ხმა - მოვუსმინოთ და გავიგოთ მათი ხმა, პატივი ვცეთ და ვიმოქმედოთ

17 მაისი  ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო დღე   ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს ხმა - მოვუსმინოთ და გავიგოთ  მათი ხმა, პატივი ვცეთ და ვიმოქმედოთ

 

          საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის გლობალური ქსელი (Child Helpline International-CHI) 17 მაისს  ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და სახელმწიფოებს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისკენ  მოუწოდებს, კერძოდ, მიიღონ სათანადო ზომები  ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა ბავშვს და ახალგაზრდას ჰქონდეს ინფორმაცია და ხელმისაწვდომობა ბავშვთა დახმარების ხაზის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების შესახებ. ყოველწლიურად,  მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით ბავშვი უკავშირდება 142 ქვეყანაში  არსებულ 181 ბავშვთა დახმარების ხაზს. ამ მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება ის არის, რომ ბენეფიციართან საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია. თავად ნომერი 116 111, არის სოციალური ნომერი, რომელიც ევროპის მასშტაბით ბავშვთა დახმარების ხაზებს განეკუთვნება.

          საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა 2008 წელს დააფუძნა ბავშვთა დახმარების ხაზი ევროპული საერთაშორისო ნომრით 116 111. ამჟამად, ბავშვთა დახმარების ხაზი მუშაობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში.

          ბავშვთა დახმარების ხაზი არის მომსახურება, რომელიც სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით დახმარებას უწევს ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოზრდილებს-მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც სურთ ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის ასოცირებული წევრია, ხოლო საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზი არის პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” ასოცირებული პარტნიორია.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი უერთდება ბავშვთა დახმარების ხაზის 17 მაისის გლობალურ კამპანიას. კამპანიის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე „მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები“.  

 

ღონისძიებების ორგანიზატორები: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი: თბილისი, ედიშერ მაღალაშვილის ქ. N4, ბინა N1. ტელეფონი:(032) 2 421422;ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; ელ-ფოსტა: info@phf.org.ge;      ვებ-გვერდი: http://phf.org.ge; Facebook: The public health foundation of georgia – phf.

საკონტაქტო პირები:თამარ ქოიავა, ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერი (ელ-ფოსტა: t_koiava@phf.org,); მარიამ მასხულია, პროექტის კოორდინატორი (ელ-ფოსტა: m_maskhulia@phmdf.ge,).

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon