სამუშაო შეხვედრა პროექტის „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“ ფარგლებში და გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლის იუბილე

სამუშაო შეხვედრა პროექტის „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“ ფარგლებში და გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლის იუბილე

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, Defence for Chldren Intrenational – ECPAT The Netherlands და Children Support Center Lithuania - სთან ერთად ახორციელებს პროექტს „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მეირ. აღნიშნული პროექტი, სკოლის ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურის და ბავშვზე ძალადობის პრევენციის სასწავლო პროგრამის მეშვეობით, მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას.

დღევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანია: პროექტის პარტნიორებისთვის და მთავარი ჩართული მხარეებისთვის პროექტის მიზნების და ამოცანების გაცნობა; პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების მიმოხილვა, პროექტის პარტნიორებისგან რეკომენდაციების მიღება და თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა.

დღევანდელი დღე ასევე ეძღვნება ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 - ე იუბილეს. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - BICE (International Child Catholic Bureau) - ეს ინიციატივით, მისი წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება კონვენციის 25 წლის იუბილის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა. საქართველოში ამ ღონისძიებას ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. სამუშაო შეხვედრა და 25 წლის იუბილე წარიმართება ერთ ფორმატში. შეხვედრის დასასრულს გაიმართება საზეიმო წვეულება, ბავშვები მორთავენ დაბადების დღის ტორტს და იხილავენ თეატრალიზებულ წარმოდგენას „პიტერ პენი, კურდღელი დადუ და ჯადოქარი“.

ბავშვთა ჩართულობის მხარდამჭერები არიან: საკონდიტრო “Diefenbach”, სადღესასწაულო ცენტრი ‘დადუს სახლი“, ბანერის ლოგოს დიზაინერი - ნინო ჩაკვეტაძე, ფოტოგრაფი - თორნიკე რიკიაშვილი.

საკონტაქტო პირი: ანი ჩხიკვიშვილი, პროექტის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. Tel: +995 32 421422 (ოფისი) 

შეხვედრის ადგილი: „დიდუბე პლაზა“, წერეთლის გამზირი #116, შეხვედრების ოთახი და „დადუს სახლი“.
შეხვედრის დრო: 14:00 – 16:00 სთ. 20 ნოემბერი, 2014
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon