საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ვებ-პორტალის პრეზენტაცია

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ვებ-პორტალის პრეზენტაცია

ძალადობისგან ბავშვთა დაცვა ჩენი პასუხისმგებლობაა



ხუთშაბათს, 10 ნოემბერს 11: 00 საათზე, სასტუმროში „რუმს - თბილისი“ გაიმართება ჩეხეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ძალადობისგან ბავშვთა დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“ ფარგლებში შექმნილი ვებ პორტალის პრეზენტაცია. ღონისძიებასგახსნიანსაქართველოსსაზოგადოებრივიჯანდაცვისფონდისაღმასრულებელიდირექტორი, ქალბატონილიასარალიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბ-ნი თომაშ პერნიცკი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსი, ქალბატონი მაია გედევანიშვილი, პიერ ფერი - გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელიდა მარი წერეთელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.

ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ძალადობის პრევენციის, შემთხვევათა გამოვლენის და დროული დახმარების მიწოდებას სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ვებ პორტალი www.phf.org.geწარმოადგენს საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურს ბავშვზე ძალადობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის - მასწავლებლების, სოციალური მუშაკების, სამართალდამცავის სისტემის წარმომადგენლების, ექიმების და სხვა, რომლებიც ბავშვთა დაცვის საკითხებით არიან დაკავებულები.

ვებ პორტალი საინტერესოა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, აქ განთავსებული ინფომრაცია დაეხმარება ბავშვებს უკეთ დაიცვან თავი ძალადობისგან და მშობლებს, უზრუნველყონ ბავშვის უსაფრთხოება და ხელი შეუწყონ ბავშვის ჯანსაღ განვითარებას.  

პრეზენტაციის დრო და ადგილი: 10 ნოებერი, 2016 წელი; 11:00 – 13:00 სთ. სასტუმრო „რუმს - თბილისი“ - ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა #14.

ღონისძიების ორგანიზატორი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. მისამართი: ედიშერ მაღალაშვილის ქუჩა #4, ბინა 1; ტელ: (032) 2421 422

საკონტაქტო პირები: ლია სარალიძე, აღმასრულებელი დირექტორი (ელ.ფოსტა: l_saralidze@phmdf.ge;); დავით ხუჭუა, მომსახურების მენეჯერი (ელ.ფოსტა: d_khuchua@phf.org.ge;).

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon