საქართველოს სკოლების გაძლიერება ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად -ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მიღწევების შემაჯამებელი კონფერენცია

საქართველოს სკოლების გაძლიერება ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად -ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მიღწევების შემაჯამებელი კონფერენცია

სამშაბათს, 24 მაისს 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ - მარიოტი“ - ში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისადმი „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა” მიძღვნილი დასკვნითი კონფერენცია. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ლია სარალიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, ბატონი შტეფენ შთორქი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსი, ქალბატონი მაია გედევანიშვილი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“ მიზნად ისახავდა საქართველოს სკოლების ისეთი ინსტრუმენტებით აღჭურვას, რაც მათ ბავშვების ძალადობისგან უკეთესად დაცვაში დაეხმარებათ. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადებრივი ჯანდაცვის ფონდი, პროექტის პარტნიორებია - Defence for Chldren Intrenational – ECPAT The Netherlands (DCI-ECPAT NL) და Children Support Center Lithuania (PVC).
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბავშვზე ძალადობის პრევენციის სასწავლო პროგრამა „ვსწავლობ, ვფიქრობ, ვმოქმედებ - ბავშვთა დაცვის და უსაფრთხოების გაკვეთილები“ და „სკოლის ბავშვთა დაცვის პოლიტიკა და პროცედურები“. აღნიშნული სასწავლო პროგრამის და პროცედურების პილოტირება სამ პარტნიორ სკოლაში განხორციელდა.
როგორც სასწავლო პროგრამის, ისე ბავშვთა დაცვის პოლიტიკის და პროცედურების შემუშავებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ბავშვებმა და მშობლებმა. პროექტს ჰყავს მნიშვნელოვანი ადგილობრივი პარტნიორები და მხარდამჭერები: სსიპ ქალაქ თბილისის #123 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ ბათუმის #2 საჯარო სკოლა, ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდა“, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი აჭარის ფილიალი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი: 24 მაისი, 2016 წელი; 10:00 – 16:00 სთ. სასტუმრო „ქორთიარდ - მარიოტი“ - ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.
ღონისძიების ორგანიზატორი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. მისამართი: ედიშერ მაღალაშვილის ქუჩა #4, ბინა 1; ტელ: (032) 2 421 422;
საკონტაქტო პირები: ლია სარალიძე, აღმასრულებელი დირექტორი (ელ-ფოსტა: l_saralidze@phmdf.ge;), დავით ხუჭუა, პროექტის კოორდინატორი (ელ-ფოსტა: d_khuchua@phmdf.ge)

„უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“
სკოლის როლი ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხებში
24 მაისი, 2016
10:00 -16:00
დღის წესრიგი
 
10:00 -10:30                                                                           რეგისტრაცია
10:30 -11:00

გახსნა - მისალმება

- ლია სარალიძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 

- შტეფენ შთორქი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე
- მაია გედევანიშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსი
- ლია გიგაური - საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე
- პიერ ფერი - გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი,
- მარი წერეთელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი
- აუშრა კურიენე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ლიტვის ბავშვთა დახმარების ცენტრის დირექტორი
- მირა ტერ მიულენი - ბავშვთა დაცვის და ზრუნვის ექსპერტი, ნიდერლანდები

11:00 – 12:30           როექტი „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“ - გამოცდილება, შედეგები და რეკომენდაციები - ლია სარალიძე, ქეთევან თავართქილაძე, ნატალია მჭედლიშვილი, ქეთევან მარგალიტაძე, დავით ხუჭუა, რატი ცინცაძე - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
- სკოლის როლი ბავშვზე ძალადობის პრევენციის საკითხებში - თამარ ლოსაბერიძე, სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლის დირექტორი და თამთა ქათამაძე, სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე
- „რა ვისწავლეთ“ - ბავშვების მონაწილეობა - სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლა;

დისკუსია
12:30 – 13:00 შესვენება- ყავა/ჩაი
13:00 – 15:00 პრეზენტაციები:

- უსაფრთხო სკოლა - ლიტვის გამოცდილება - აუშრა კურიენე, ლიტვის ბავშვთა დახმარების ცენტრი
- სკოლის როლი და მულტისექტორული თანამშრომლობა ძალადობისგან ბავშვის დასაცავად - მირა ტერ მიულენი - ბავშვთა დაცვის და ზრუნვის ექსპერტი, ნიდერლანდები
- ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხებში მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა - მარი წერეთელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

დისკუსია:
ეროვნული სასწავლო გეგმა და სკოლაში ბავშვთა დაცვის საკითხები;
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის როლი; რეკომენდაციები სკოლაში ბავშვთა დაცვის პოლიტიკის და პროცედურების დანერგვისთვის
15:00 -16:00 შემაჯამებელი კომენტარები და სადილი

 

 

კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი: 24 მაისი, 2016 წელი; 10:00 – 16:00 სთ. სასტუმრო „ქორთიარდ - მარიოტი“ - ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.
ღონისძიების ორგანიზატორი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. მისამართი: ედიშერ მაღალაშვილის ქუჩა #4, ბინა 1; ტელ: (032) 2 421 422;
საკონტაქტო პირები: ლია სარალიძე, აღმასრულებელი დირექტორი (ელ-ფოსტა: l_saralidze@phmdf.ge;), დავით ხუჭუა, პროექტის კოორდინატორი (ელ-ფოსტა: d_khuchua@phmdf.ge;)
 

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon