ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
18 ნოემბერი ბავშვთა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის ევროპის დღეა

18 ნოემბერი ბავშვთა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის ევროპის დღეა

წლევანდელი 18 ნოემბრის მთავარი მოწოდებაა - „ბავშვების გაძლიერება სექსუალური ძალადობის შესაჩერებლად“.

• რა არის ევროპის დღის აღნიშვნის მიზანი?

ეს დღე ეხება სხვადასხვა თემებს: ინტერნეტში არსებულ საფრთხეებს, სექსუალურ განათლებას, ბულინგს პირადი სურათების გამოყენებით, სექსუალური ძალადობისგან დაცვას სპორტში, სკოლაში და ოჯახში.
ეს დღე ასევე მიმართულია საზოგადოების ინფორმირებაზე ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებლობაზე.

• ვისთვის არის ეს დღე?

• ბავშვებისთვის.

• მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, მათ შორის სხვადასხვა სპორტის მასწავლებლებისთვის და პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ.

• ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

• არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის (მაგალითად, ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიები და სხვა).

Council of Europe Office in Georgia ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს „გესმოდეთ ჩვენი“ - ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან, რომლის ფარგლებშიც მოეწყო 18 ნოემბრის აღსანიშნავი ღონისძიება.
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ონლაინ სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის ამოცნობა, შესაბამისი დახმარების მოძიება.
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon