ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
18 ნოემბერი - სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ევროპის დღე

18 ნოემბერი - სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ევროპის დღე

ევროპის საბჭო 18 ნოემბერს 2015 წლიდან აღნიშნავს. ყოველ წელს, 18 ნოემბერისაღნიშვნა კონკრეტულ საკითხს ეთმობა. წლევანდელი 18 ნოემბერი „ბავშვის მიერ სარისკო ქცევის თავიდან აცილებას ეძღვნება.  

 

ბავშვები სულ უფრო ხშირად იკვლევენ და გამოხატავენ თავიანთ სექსუალობას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებით, განსაკუთრებით სოციალური მედიისა და მესიჯ-აპლიკაციების საშუალებით. ეს მოიცავს საკუთარი, სექსუალური ხასიათის ან აშკარა სექსუალური შინაარსის გამოსახულებებისდა/ან ვიდეოების შექმნას და გაზიარებას.

 

ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ამგვარ ქცევასთან დაკავშირებულ რისკებს, ექცევიან თანატოლების ზეწოლის ქვეშ, ან ვერ უძლებენ სარისკო ქცევაში მონაწილეობის ცდუნებას, რაც   სექსუალური შინაარსის გამოსახულებების და / ან  ვიდეოების გაზიარებას გულისხმობს.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყოვლისმომცველი პრევენციული პროგრამების შემუშავება, რომ ბავშვებმა თავად მოახერხონ სარისკო ქცევისგან თავის არიდება, რადგან მსგავსი შინაარსის სურათები ან / და ვიდეოები შეიძლება  ინტერნეტ სივრცეში  მოხვდეს და შედეგად ბავშვი  სექსუალური იძულების ან / და გამოძალვის სამიზნე გახდეს.

 

სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ევროპის დღის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის შესახებ და ამგვარი ქმედებების პრევენციაა.

 

რა არის ევროპის დღის აღნიშვნის მიზანი?

ეს დღე მიმართულია საზოგადოების ინფორმირებაზე ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ.

 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი უერთდება 18 ნოემბრის აღნიშვნას და ბავშვებს, მშობლებს, ასევე ყველა დაინტერესებულ ადამიანს რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი. მხარდაჭერას და კონსულტაციას სთავაზობს.


გაიგეთ მეტი 18 ნოემბრის შესახებ თანდართული დოკუმენტის მეშვეობით:https://bit.ly/2Uy9sgT 

 




გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon