- ● საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, პედიატრთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ატარებს ტრენინგს: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“.
- ● ტრენინგი აკრედიტირებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ. აკრედიტაციის ნომერი: 0173. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა.
- ● პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობებისთვის - საოჯახო მედიცინა, პედიატრია.
- ● ტრენინგს აფინანსებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი.
- ● ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:
ტრენინგის ხანგრძლივობა 3 დღე. ტრენინგი ჩატარდება 2021 წლის 20 მარტს, 27 მარტს და 3 აპრილს, 10:00 - დან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი N1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
- ● ტრენინგს ატარებენ:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ჟორჟოლიანი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსუდან ქარსელაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ გაგუა
ბავშვთა დაცვის ექსპერტი, პედიატრი ქეთი დავითიშვილი
ბავშვთა დაცვის ექსპერტი, პედიატრი მარი წერეთელი
- ● მონაწილეთა რეგისტრაცია:
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/30iP5Hv არაუგვიანეს 2021 წლის 15 მარტის 6 საათისა.
რეგისტრაციის ღირებულება: 100 ლარი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებათ ტრენინგის კოორდინატორი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
- ● დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
- ● ელ. ფოსტა: info@phf.org.ge
- ● მოგვეწერეთ შეტყობინება ფეისბუკზე: PublicHealthFoundationofGeorgia
- ● საკონტაქტო ნომრები: 599757206; 599468906.