"ბავშვის დაცვის შიდა პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა"
20 ოქტომბერი, 2016
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა თარგმნა და ქართულ ენაზე გამოსცა წიგნი - "ბავშვის დაცვის შიდა პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა" – სახელმძღვანელო ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
აღნიშნული სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს:
- საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე ადექვატური რეაგირებისთვის;
- ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციებში ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დანერგვას;
- პროფესიული მასალების გამოყენებით ბავშვთან მომუშავე პროფესიონალების, ბავშვზე ზრუნვის სერვისების და ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას.
სახელმძღვანელო "ბავშვის დაცვის შიდა პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა" შემუშავებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის პარტნიორი ორგანიზაცია - International Catholic Child Bureau -“BICE” -ეს მიერ, რომელმაც ხელი შეუწყო ამ პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას.
იხ.ბმული
ქართული http://phf.org.ge/uploads/publications/5818ab1ace755.pdf
ინგლისური http://phf.org.ge/uploads/publications/58198e530f1cd.pdf
რუსული http://phf.org.ge/uploads/publications/58199005d07df.pdf