ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი: დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია

ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი: დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია




● ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვის სტრუქტურულ ოქმებს შორის ყველაზე ფართო გამოყენება აშშ -ს ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) საგამოძიებო ინტერვიუს სტრუქტურული პროტოკოლი (ოქმი).

● კვლევებით დადასტურებულია, რომ NICHD პროტოკოლის დახმარებით ინტერვიუს ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება. მსგავსი შედეგი არცერთ სხვა მეთოდს არ მოუტანია.

სტანდარტული NICHD პროტოკოლი უფრო სასარგებლოა, როდესაც ბავშვები "აქტიური გამჟღავნებლები" არიან, ანუ როდესაც ბავშვებმა მშობლებს ან მასწავლებელს უკვე განუცხადეს სექსუალური ძალადობის შესახებ.


● NICHD პროტოკოლის განახლებულ ვერსია (2014) უფრო მეტად ფოკუსირებულია იმ ბავშვთა სოციალურ-ემოციური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომლებიც უხალისოდ და რთულად ერთვებიან გამოკითხვის პროცესში.

● განახლებული ვერსიის მიზანია გაზარდოს ბავშვის ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. გამომკითხველებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვთან ურთიერთობის დასამყარებლად და ბავშვის თხრობისთვის წასახალისებლად.

● ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NICHD) ოქმი: დაკითხვის გზამკვლევის 2014 წლის განახლებული ვერსია ქართულად ითარგმნა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მატრა პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი Defence for Children International-თან თანამშრომლობით.

● გამოცემა სრულად შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ვებ. გვერდზე:  https://bit.ly/3bNxOt7
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon