ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ელენე აფრიდონიძის სიტყვით გამოსვლა ევროპის საბჭოს ბავშვის უფლებების სტრატეგიის შუალედურ შეფასებისას.



2019 წლის 13 - 14 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, სტრასბურგში გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილეს და ევროპის საბჭოს ბავშვის უფლებების სტრატეგიის შუალედურ შეფასებას.

კონფერენციის გახსნის ცერემნონიაზე, მონაწილეებს სიტყვით 15 წლის ელენე აფრიდონიძემ მიმართა.

ელენე დაინტერესებულია ბავშვის უფლებათა დაცვის საკიხებით და მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონსულტაციებში, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვის აზრის გათვალისწინებას ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ისხილეთ ელენეს სიტყვა:





 

"ჩვენ ვიცით, რომ ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლება, მიუხედავად ეთნიკურობის, რელიგიერი მრწამსისა და წარმომავლობისა. თუმცა, მე ვხედავ, რომ ხშირად ბავშვების ძირითადი საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული და ზოგ შემთხვევაში, მათდამი არასათანადო მოპყრობა და მათზე ძალადობა ხორციელდება ყოველ დღე.

გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ზოგი ბავშვი კი ჯერ კიდევ ქუჩაში ცხოვრობს და მუშაობს. მონაცემების მოყვანა არ არის საჭირო, რადგან მე ჩემი თვალით ვხედავ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ფულს ითხოვენ. შემზარავია არ არსებობს მხარდაჭერა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

ბავშვების უფლებები დავიწყებულია და არ ხდება იმ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება, რომლებიც საჭიროა, რომ ისინი ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდნონ.

ჩემს ქვეყანაში ბულინგი არის ჩვენს გარშემო. მე ვხედავ, რომ ყოველდღე ბავშვები იტანჯებიან, მათი მშობლების ან მათი თანატოლების მხრიდან არასათანადო ან ძალადობრივი მოპყრობის გამო. ისინი არ ღებულობენ იმ მზრუნველობას, რომელსაც იმსახურებენ. შედეგად კი ბევრი მათგანი სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს. ამ კვირას, სტრასბურგში კონფერენციაზე წამოსვლამდე, მე ვიყავი ახალგაზრდა გოგონას გამოფენაზე, რომელმაც დაასრულა თავისი სიცოცხლე იმ პრობლემების გამო, რომლებიც აქვთ ბავშვებს. სამწუხაროდ, არაფერი კეთდება ამის თავიდან ასაცილებლად და ყოველწლიურად უფრო მეტ სიცოცხლეს ვკარგავთ. ყოველივე ეს, ღრმად აისახება ბავშვის მომავალზე და მთლიანად საზოგადოებაზე.

ბავშვები უნდა იყვნენ პრიორიტეტულები, ვინაიდან ისინი დაუცველები არიან და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი ძალა. მხოლოდ მონაწილეობით შეიძლება მივაწვდინოთ ხმა ერთმანეთს.

დისკუსიები არის მნიშვნელოვანი მსოფლიოს ერთ – ერთი მთავარი პრობლემის გადაწყვეტაში და აქ, სტრასბურგში, შეგვიძლია განვიხილოთ და მივაწოდოთ განსხვავებული მოსაზრებები და იდეები ერთმანეთს, თუ როგორ შევცვალოთ სიტუაცია.

ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ უფრო და უფრო მეტი ბავშვი არის უსაფრთხოდ და ღებულობს სათანადო ზრუნვას და ამ პროცესში ყოველმა მცირე ცვლილებამ შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს. ჩვენ ვართ მომავალი, ისინი, ვინც უნდა შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, ამიტომ ჩვენი უფლებები დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ფასად."





გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon