ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და ბავშვთა საერთაშორისო
კათოლიკური ბიუროს (BICE) მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და კავშირი „რეა“ იწყებენ პროექტის - „გადავლახოთ ბარიერები“ განხორციელებას.
პროექტი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის აუცილებლობის პასუხად შემუშავდა.
პროექტის მიზანია ქალაქ თბილისსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მზრუნველ გარემოში გაზრდისა და მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ეს სამწლიანი პროექტი 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.
იხილეთ პრეს - რელიზი: Communiqué de presse BICE AFD.pdf

