მოზარდთა სუიციდური ქცევის პრობლემა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მოზარდის თვითმკვლელობა ყველაზე ხშირად განიხილება, როგორც შედეგი იმისა, რომ მისი დახმარების ძახილი დროულად არ იქნა გაგონილი.
2017 წლის 27–28მარტს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ფსიქოლოგიური კრიზისები ბავშვებში, მოზარდთა სუიციდური ქცევა.“ ტრენინგს უძღვებოდა ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი.
ტრენინგის ფარგლებში, შემდგომი ინტერვენციის დასაგეგმად, ფსიქოლოგებმა წარმოადგინეს და შემთხვევის კონფერენციაზე განიხილეს ბავშვზე ძალადობის კონკრეტული შემთხვევები.