საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელმა, მარიამ მასხულიამ, 2019 წლის 17 მაისს, ECPAT International - ის ქსელის 30 წევრთან ერთად, მონაწილოება მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 15 და 16 მაისს ვენაში გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ECPAT International - ის მიერ, რომლის წევრი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი 2014 წლიდან არის.
რეგიონალური სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ECPAT International - ის წევრების შესაძლებლობების გაზრდა და გაუმჯობესება, ასევე ECPAT - ის ქსელის გაძლიერება.
შეხვედრაზე, ECPAT International - ის წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიც არის მართებული, კორექტული ტერმინოლოგიის გამოყენება და განიხილეს „ბავშვებთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის ტერმინთა გზამკვლევი“, იგივე ლუქსემბურგის გაიდლაინი (http://luxembourgguidelines.org/). ლუქსემბურგის ტერმინთა გაიდლაინი წარმოადგენს ერთგვარ ხელსაწყოს, რომელიც თავს უყრის ისეთ საორიენტაციო განმარტებებს და განსაზღვრებებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ბავშვთა დაცვა სექსუალური ძალადობისგან.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ECPAT International - ის რეგიონული ადვოკატირების სტრატეგიას; მოისმინეს გამოსვლები „ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაზე მოგზაურობის და ტურიზმის დროს; მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სამუშაო სესიებში საერთო ინიციატივების შემუშავების კუთხით. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ საინტერესო გამოსვლები ფონდების მოძიების ახალი შესაძლებლობების მიმართულებით.