29 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ოფისში, თბილისის SOS ბავშვთასოფლის სპეციალისტებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა, მულტისექტორული თანამშრომლობა, პრევენცია“
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის თანამშრომლები: იურისტი ქეთევან მარგალიტაძე, მომსახურების მენეჯერი/ სოციალური მუშაკი დავით ხუჭუა, პროექტების კორდინატორი ქეთევან დავითიშვილი.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თბილისის SOS ბავშვთასოფლის მენეჯერებმა, ლიდერებმა, სოციალური მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, პროექტის კოორდინატორებმა და სხვა სპეციალისტებმა.
ფოტოები