ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგები ბავშვზე ძალადობასა  და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე

ტრენინგები ბავშვზე ძალადობასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე

ბავშვთა დაცვის სისტემის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია პროფესიონალთა ცოდნისა და უნარების სრულყოფა. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის მიერ, თბილისსა და ბათუმში ჩატარდა ტრენინგები სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკების და იურისტებისთვის.

სატრენინგო პროგრამა მოიცავდა ბავშვზე ძალადობის ბიო-ფსიქო-სოციალურ და იურიდიულ ასპექტებს, ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში შეტანილ ცვლილებებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება - მოვალეობებს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით.  ამასთან, ტრენინგის მონაწილეები მომზადნენ, როგორც ტრენერები, აღნიშნული საკითხების კოლეგებისთვის გასაზიარებლად. სწავლება საქართველოს რეგიონებში უკვე დაიწყო.

ტრენინგებს უძღვებოდნენ:  ქეთევან თავართქილაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის  ფსიქოლოგი,  ეკატერინე სანებლიძე,  ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის  ხელმძღვანელი, ბიძინა ხარაზიშვილი  ორგანიზაცია ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის იურისტი და ირაკლი შონია, ადვოკატი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე.


იხ.ფოტო მასალა

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon