ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი თემაზე: C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი კლინიკური რეკომენდაციები

ტრენინგი თემაზე: C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი კლინიკური რეკომენდაციები



ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში, 2020 წლის 21 ივლისს ჩატარდა ტრენინგის მორიგი ციკლი აფხაზეთის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ტრენინგი მიეძღვნა აფხაზეთის ჯანდაცვის მუშაკების  ცოდნის გაზრდას და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით:  (1) C  ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის  უფლება; (2) რეგიონში C ჰეპატიტთან დაკავშირებული პრობლემების ზოგადი მიმოხილვა; (3) C  ჰეპატიტის  მკურნალობის თანამედროვე მეთოდები;  (4) კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლება  სრულფასოვან მკურნალობაზე  C  ჰეპატიტით დაავადების შემთხვევაში.


ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზი და ქართველი   ექიმები, ხოლო ტრენინგს უძღვებოდა ინფექციონისტი, ბატონი გიორგი ბეიტრიშვილი, ინფექციურიპათოლოგიისშიდსის დაკლინიკურიიმუნოლოგიის ცენტრი.
  

ტრენინგის საშუალებით მონაწილეები უკეთ გაეცნენ საქართველოში არსებულ  სახელმწიფო C ჰეპატიტის  აღმოფხვრის პროგრამას და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო  პროგრამებით სარგებლობის მექანიზმებს; კერძოდ:ვის უნდა მიმართონ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო  პროგრამის მომსახურების მისაღებად; რა დოკუმენტებია საჭირო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო  პროგრამაში ჩართვისთვის; როგორ ხდება C  ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით; როგორ ხდება  დიაგნოსტიკის და მკურნალობის  ანაზღაურება; ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ არის შესაძლებელი  C  ჰეპატიტის პროგრამაზე მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობაში; ვ)  როგორ   გაზარდონ კონფლიქტით დაზარალებულ პაციენტთა  ცოდნა  სრულფასოვანი დიაგნოსტიკის და მკურნალობის   მიღების  უფლებებზე; დ)  C  ჰეპატიტთან დაკავშირებული რა პრობლემები და გამოწვევებია რეგიონში; გ)როგორ მოვახდინოთ კონფლიქტით დაზარალებულ პაციენტთა C  ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო   პროგრამაში ჩართვა. და ა.შ.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და ჯეოქორი მადლობას უხდის ბატონ გიორგი ბეიტრიშვილს  ტრენინგის წარმართვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

იხილეთ სახელმძღვანელო სრულად რუსულ ენაზე: 
"უახლესი რეკომენდაციები C ჰეპატიტის დიაგნოსტირების და მკურნალობისათვის"

 

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon