ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში, 2020 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგის მორიგი ციკლი ზუგდიდის და ქუთაისის დევნილთა პოლიკლინიკების ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ზუგდიდის და ქუთაისის დევნილთა პოლიკლინიკების ჯანდაცვის მუშაკების ცოდნის გაზრდას და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით:
- 1. რეგიონში ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების ზოგადი მიმოხილვა;
- 2. COVID 19 - ის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები;
- 3. იძულებით გადაადგილებულ პირთა სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კორონა ვირუსით დაავადების შემთხვევაში.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის და ინფორმაციის საფუძველზე მონაწილეებიუკეთ გაეცნენ საქართველოში ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს; მიიღეს ინფორმაცია თუ რა მეთოდებით ხდება COVID 19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში; დეტალურად გაეცნენCOVID 19-ის სიმპტომებს, ტესტირების სახეებს, მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის მექანიზმებს, კერძოდ:
- ● ვის უნდა მიმართონ კორონა ვირუსით დაავადების შემთხვევაში სახელწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად;
- ● როგორ ხდება COVID 19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით;
- ● როგორ ხდება დიაგნოსტიკის და მკურნალობის ანაზღაურება (არის თუ არა თანა -გადახდა და როგორ).
ტრენინგზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა რეგიონში არსებულ COVID 19-თანდაკავშირებულ პრობლემებს და გამოწვევებს; ასევე, როგორ გავზარდოთ იძულებით გადაადგილებულ პაციენტთა ცოდნა სრულფასოვანი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიღების უფლებებზე;როგორ მოვახდინოთ იძულებით გადაადგილებულ პაციენტთა მკურნალობა კორანა ვირუსით დაავადების შემთხვევაში და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, ბატონი გიორგი კამკამიძე. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და ჯეოქორი მადლობას უხდის ბატონ გიორგი კამკამიძეს თანამშრომლობისთვის, ტრენინგის წარმართვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.