ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად

ევროკავშირი
დეკემბერი 2016 - მაისი 2019 (დასრულებული)
ევროკავშირი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად

ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად

პროექტის დონორი: ევროკავშირი

პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2016 - მაისი 2019

პროექტის მიზნები:

ზოგადი მიზანი: ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა, მათზე ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება, ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის დადაცვის სისტემის გაუმჯობესების გზით.

სპეციფიური მიზანი: ოჯახში  ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და ახალგაზრდისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით, პროფესიონალების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების, ზოგადად საზოგადოების ინფორმირება და მათი შესაძლებლობების განვითარება.

ამოცანები:

  • მომსახურების მიწოდება ძალადობის მსხვერპლი ან რისკის ქვეშ მყოფი  ბავშვების, ახალგაზრდების და მათიოჯახის წევრებისთვის დაცვა, ფსიქო-სოციალური დახმარება და სოციალური ჩართულობისხელშეწყობა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების გაძლიერება, რათა მათ გაატარონ ეფექტური პრევენციული ზომები, მოახდინონ სათანადო რეაგირება ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ბავშვების, ახალგაზრდების და ქალების დასაცავად;
  • საზოგადოების და  დაინტერესებული პირების  ცოდნის  ამაღლება, რათა მათ დროული და ადექვატური რეაგირება მოახდინონ  ოჯახში და სექსუალური ძალადობის, განსაკუთრებით  კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.

პროექტის პარტნიორები:

პროექტს ანხორციელებსსაქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი.

პროექტის პარტნიორები არიან:  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორებიარიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.