ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მატრა პროგრამა
სექტემბერი 2017 - ივნისი 2021 (დასრულებული)

პროექტის სახელწოდება: ბავშვთადაცვისსისტემისგაძლიერებაკანონთანკონფლიქტშიმყოფიბავშვებისთვის

პროექტის დონორინიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მატრა პროგრამა

პარტნიორები: Defence for Children International - ECPAT Netherlands (მთავარი პასუხიმგებელი)

პროექტის ხანგრძლივობა:სექტემბერი  2017 –  ივნისი 2021

პროექტის მიზანისაქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემებში კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად

პროექტის ამოცანები:

(1) კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის გაუმჯობესება  სამართლებრივი დებულებების, რეკომენდაციების და/ან სამუშაო პროცედურების მეშვეობით 

(2) კანონთან კონფლიქტში მყოფ ან დელინქვენტური ქცევის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება,  ბავშვის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, და

(3) ბილატერალური თანამშრომლობის გზით, გამოცდილების გაზიარება ნიდერლანდების და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის

მოსალოდნელი შედეგები:

  • კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებები უკეთ არის დაცული სამართლებრივი დებულებების, რეკომენდაციების და/ან სამუშაო პროცედურების მეშვეობით 
  • კანონთან კონფლიქტში მყოფ ან დელინქვენტური ქცევის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები ფლობენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცოდნას და უნარებს