ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ბავშვთა ეფექტური დაცვის ხელშეწყობა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერების გზით

გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის მხარდაჭერით.
აპრილი 2022 - ოქტომბერი 2023 (მიმდინარე)

პროექტის სახელწოდება: სისხლის სამართლის პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, რათა ეფექტურად გამოიყენონ ბავშვისადმი მეგობრული მართლმსაჯულების მიდგომები დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მიმართ


პროექტის ზოგადი მიზანი: ბავშვთა ეფექტური დაცვის ხელშეწყობა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერების გზით

 

სპეციფიური მიზანი: ხელი შეუწყოს დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მიმართ ხარისხიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და ბავშვისადმი მეგობრული მიდგომის ეფექტური გამოყენებას

  • დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან სამუშაოდ, პროფესიონალებისთვის (ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, შსს-ს გამომძიებლები) შესაბამისი გზამკვლევების, სამუშაო მეთოდოლოგიების და ინსტრუმენტების შემუშავება;
  • დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან  მომუშავე პროფესიონალებისთვის ბავშვზე მორგებული მიდგომების შესახებსატრენინგო მოდულის შემუშავება;
  • ტრენერთა ტრენინგის ჩატარება და შესაბამისი სასწავლო ცენტრების (შსს-ს აკადემია, გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრი, იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და იუსტიციის უმაღლესი სკოლა) შესაძლებლობების გაძლიერება სასწავლო მასალების ინსტიტუციონალიზაციის და სწავლების უწყვეტობის ხელშეწყობის მეშვეობით;
  • შესაბამისი პროფესიონალებისთვის სიღრმისეული სპეციალიზაციის ტრენინგების ჩატარება, სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვთა კონკრეტულ საჭიროებებთან დაკავშირებით;
  • გენერალური პროკურატურის და შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ინდივიდუალური და გაერთიანებული სამუშაო ტრენინგ-შეხვედრების  ჩატარება, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.