პროექტის დონორი: საფრანგეთი საელჩო საქართველოში და ბავშვის საერთაშორისო კათოლიკური ბიურო (International Catholic Child Bureau – BICE)
პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი 2016 – დეკემბერი 2016
პროექტის მიზანი:
ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე ადექვატური რეაგირებისთვის.
ამოცანები:
- ფრანგი ფსიქოთერაპევტის, პროფესორ მარტინე ნისეს წიგნის, რომელიც ეხება ბავშვზე სექსუალური ძალადობის საკითხებს, ქართულ ენაზე გამოცემა და პროფესიულ საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია.
- პროფესიული მასალების მეშვეობით ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების ცოდნის გაუმჯობესება და შესაძლებლობების განვითარება, რათა მათ უკეთესად შეძლონ ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების ამოცნობა.