პროექტის დონორი: ევროკავშირი
პროექტის ხანგრძლივობა:ივლისი 2014 - ივნისი 2016
პროექტის პარტნიორები: Defence for Children International-ECPAT Netherlands და Children Support Centre Lithuania
პროექტის მიზანი:
- ბავშვის მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის პრევენცია სკოლის ბავშვთა დაცვის პროცედურების მეშვეობით
ამოცანები:
- სკოლისთვის ძალადობის პრევენციის სასწავლო პროგრამის შექმნა, პილოტირება და მისი განხორციელებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
- სკოლის ბავშვთა დაცვის პროცედურების შემუშავება, განხორციელება და შეფასება;
- რეკომენდაციების შემუშავება სკოლის ბავშვთა დაცვის პროცედურების ქვეყნის მასშტაბით დანერგვის მიზნით.