არსებობენ ამბები, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება

არსებობენ ამბები, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება.
ამბები, რომლებიც შენს ყურადღებას და რეაგირებას მოითხოვენ.
ამბები, რომლებიც ხშირად არ ჩანს.

ჩვენ მოგიყვებით რეალურ ისტორიებს, რეალურ ადამიანებზე და რეალურ ქმედებებზე.
გეტყვით როგორ შეიძლება მოიქცე ან ვის მიმართო დასახმარებლად.
განახებთ როგორ დაიცავ თავს და როგორ დაიცავ სხვებს უკეთ.
შენგან კი მხოლოდ ის იქნება საჭირო, რომ იმოქმედო.
და აღარ დახუჭო თვალები.

ამბავი #1

10 და 11 წლის დეა და ირაკლი სკოლაში მისულ დედას ემალებიან და მასთან ერთად სახლში წასვლა არ უნდათ. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დედა მათ ფიზიკურად სჯის.

მეზობლების გადმოცემით, დედა ხშირად ეჩხუბება შვილებს და საკუთარ მშობლებს, თუმცა აქამდე შეტყობინება არავის გაუკეთებია.


მომზადებულია პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon