რა შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის საფრთხის ნიშნებად?
რა შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის საფრთხის ნიშნებად?
- სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, ჭრილობები, ჩალურჯებები და კანის სხვა დაზიანებები, მოტეხილობები, ნაჭრილობევები სხვადასხვა ხარისხის შეხორცებებით.
- აშკარაა დაზიანება, მაგრამ არ არსებობს არანაირი განმარტება, თუ როგორ წარმოიქმნა ტრავმა („არ ვიცი, როგორ მოხდა ეს,“ - ამბობს ბავშვი) ან განმარტებები ნაკლებად სარწმუნოა, არ შეესაბამება ტრავმის ბუნებას.
- ბავშვს არ გაეწია საჭირო ან სათანადო დახმარება, ტრავმის მნიშვნელობა და შედეგები გაუფასურებულია.
- ბავშვი ფრთხება სხვა ადამიანის მოულოდნელ მოძრაობაზე, გვერდზე იწევა და თავზე ხელს იფარებს;
- ფრთხობს მოულოდნელი ხმები;
- ბავშვი ხაზგასმულად დამჯერი, მორჩილი და/ან პასიურია, არ ავლენს ინიციატივას;
- ეშინია მშობლების, ეშინია სახლში წასვლის;
- ბავშვს ამინდის და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია (მაგალითად ცხელ ამინდში გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი შეიძლება ჩალურჯებებს ფარავდეს).
- აქვს ძლიერი შიში გარკვეული ადამიანების მიმართ;
- ბავშვი აგრესიულია სხვებთან მიმართებაში.
გაეცანი ინფორმაციას და იყავი მზად.
ბავშვზე ძალადობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზს ☎️1505
როდესაც საფუძვლიანი ეჭვი გაქვთ და სიტუაციას გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ☎️112
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 საათამდე შეგიძლიათ დარეკოთ ბავშვთა დახმარების ხაზზე ☎️116 111