უგულებელყოფა

უგულებელყოფა - მშობლის, მეურვის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარული დაუკმაყოფილებლობა.

გაეცანით მაგალითებს და ქცევით/ფიზიკურ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უგულებელყოფაზე:

  • ბავშვისთვის არასაკმარისი საკვების და სასმელის მიწოდება;
  • სეზონისთვის შესაბამისი ტანსაცმლით ვერ/არ უზრუნველყოფა;
  • ჰიგიენის წესების დაცვის შეუძლებლობა;
  • ბავშვის ყურადღების, აღიარების და ემოციური მხარდაჭერის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა;
  • ბავშის იძულება, რომ მოიხმაროს წამალი, ალკოჰოლი ან დანაშაულებრივ ქცევებში ჩართვა;
  • ბავშვის მეგობრებისგან, თანატოლებისგან იზოლირება;
  • სერიოზული ავადმყოფობის ან დაზიანების დროს ბავშვისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების არ მიწოდება;
  • ბავშვის სკოლაში არ მიყვანა (ან სკოლის შესაბამისი განათლებით ვერ უზრუნველყოფა სახლში).

 ქცევითი და ფიზიკური ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უგულებელყოფაზე:

  • ბავშვი ფიზიკურად სუსტად განვითარებულია - დაბალია, ცოტას იწონის, სუსტია.
  • ბავშვის მოუწესრიგებელი გარეგნული იერსახე - სახე და სხეული არ აქვს სუფთა მდგომარეობაში, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია, არ აქვს აუცილებელი მოხმარების საგნები;
  • კბილების და პირის ღრუს დაავადებები;
  • ბავშვი დაღლილია და უემოციოა, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, მუდმივად ეძინება;
  • ბავშვი მუდმივად მშიერია;
  • ბავშვი ბაღში/სკოლაში არარეგულარულად დადის, დროულად არ მოჰყავთ ან არ მიჰყავთ, ბაღიდან წამოყვანა ავიწყდებათ; მიჰყავთ არაფხიზელ, მისთვის უცნობ ან მხოლოდ გარეგნულად ნაცნობ ადამიანებს;
  • ბავშვი შეიმჩნევა წვრილმან ქურდობაში;
  • ბავშვს არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები.

 

ბავშვზე ძალადობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დარეკე სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზზე ☎️1505

➡️ როდესაც ეჭვი გაქვს და სიტუაციას გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევ, დაუყოვნებლივ აცნობე პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახე სასწრაფო დახმარება ☎️112

➡️ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 საათამდე შეგიძლია დარეკო ბავშვთა დახმარების ხაზზე და მიიღო შესაბამისი კონსულტაცია ☎️116 111

 

მომზადებულია პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon