უგულებელყოფა
უგულებელყოფა - მშობლის, მეურვის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარული დაუკმაყოფილებლობა.
გაეცანით მაგალითებს და ქცევით/ფიზიკურ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უგულებელყოფაზე:
- ბავშვისთვის არასაკმარისი საკვების და სასმელის მიწოდება;
- სეზონისთვის შესაბამისი ტანსაცმლით ვერ/არ უზრუნველყოფა;
- ჰიგიენის წესების დაცვის შეუძლებლობა;
- ბავშვის ყურადღების, აღიარების და ემოციური მხარდაჭერის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა;
- ბავშის იძულება, რომ მოიხმაროს წამალი, ალკოჰოლი ან დანაშაულებრივ ქცევებში ჩართვა;
- ბავშვის მეგობრებისგან, თანატოლებისგან იზოლირება;
- სერიოზული ავადმყოფობის ან დაზიანების დროს ბავშვისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების არ მიწოდება;
- ბავშვის სკოლაში არ მიყვანა (ან სკოლის შესაბამისი განათლებით ვერ უზრუნველყოფა სახლში).
ქცევითი და ფიზიკური ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უგულებელყოფაზე:
- ბავშვი ფიზიკურად სუსტად განვითარებულია - დაბალია, ცოტას იწონის, სუსტია.
- ბავშვის მოუწესრიგებელი გარეგნული იერსახე - სახე და სხეული არ აქვს სუფთა მდგომარეობაში, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია, არ აქვს აუცილებელი მოხმარების საგნები;
- კბილების და პირის ღრუს დაავადებები;
- ბავშვი დაღლილია და უემოციოა, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, მუდმივად ეძინება;
- ბავშვი მუდმივად მშიერია;
- ბავშვი ბაღში/სკოლაში არარეგულარულად დადის, დროულად არ მოჰყავთ ან არ მიჰყავთ, ბაღიდან წამოყვანა ავიწყდებათ; მიჰყავთ არაფხიზელ, მისთვის უცნობ ან მხოლოდ გარეგნულად ნაცნობ ადამიანებს;
- ბავშვი შეიმჩნევა წვრილმან ქურდობაში;
- ბავშვს არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები.
ბავშვზე ძალადობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დარეკე სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზზე ☎️1505
➡️ როდესაც ეჭვი გაქვს და სიტუაციას გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევ, დაუყოვნებლივ აცნობე პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახე სასწრაფო დახმარება ☎️112
➡️ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 საათამდე შეგიძლია დარეკო ბავშვთა დახმარების ხაზზე და მიიღო შესაბამისი კონსულტაცია ☎️116 111
მომზადებულია პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.