კონფერენცია თემაზე - ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში

კონფერენცია თემაზე - ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში

ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ძალადობის პრევენციის, შემთხვევათა გამოვლენის და დროული დახმარების მიწოდების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მართავს კონფერენციას თემაზე „ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში“, რომლის მიზანია ჯანდაცვის და განათლების სისტემების ჩართულობის გაზრდა ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის საკითხებში. კონფერენციაში მონაწილეობენ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია იმართება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიმდინარე პროექტების ფარგლებში:
პროექტი „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის მიზანია ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროცედურის და ბავშვზე ძალადობის პრევენციის სასწავლო პროგრამის შემუშავება და მათი დანერგვა. პროექტის პარტნიორებია - Defence for Chldren Intrenational – ECPAT The Netherlands და Children Support Center Lithuania.
პროექტი „თანამშრომლობა ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ“ - სამხრეთ კავკასიური რეგიონული პროექტია, რომლის მიზანია ჯანდაცვის სისტემის ჩართულობის გაძლიერება ძალადობის და უგულებელყოფისგან ბავშვთა დასაცავად. პროექტი დაფინანსებულია Oak Foundation-ის მიერ. პროექტის პარტნიორებია - Reliable Future – ახალგაზრდული ორგანიზაცია, აზერბაიჯანი და Arevamanuk – ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ფონდი, სომხეთი.
პროექტების ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებების მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი აჭარის ფილიალი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

კონფერენციის ორგანიზატორი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
საკონტაქტო პირები:
ბათუმი - რატი ცინცაძე, პროექტების კოორდინატორი; ტელ: (0422) 22 58 30;  მისამართი: მემედ აბაშიძის გამზირი #47
თბილისი- დავით ხუჭუა, პროექტების მენეჯერი, მისამართი: ედიშერ მაღალაშვილის ქუჩა #4, ბინა 1, ტელ: (032) 2 421 422;  
კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი: 15-16 ოქტომბერი,10:00 – 18:00 სთ. 2015
სასტუმრო „ინტურისტ პალასი“ - ბათუმი, ნინოშვილის ქ. No. 11
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon