ლექტორი: ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთადამოზარდთაფსიქოლოგი, ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ექსპერტ-კონსულტანტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ მომზადებული 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.
ლექცია ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში და უკავშირდება ბავშვთა დახმარების ხაზის (ჰელპლაინის) საერთაშორისო დღეს - 17 მაისს. საქართველოში მოქმედებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111. ის ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“.
ღონისძიების ჩატარების ადგილი და დრო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. #35/32; აუდიტორია #55. 2017 წლის 17 მაისი, 17:00 საათი.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და International Child Catholic Bureau (BICE) - სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International