ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს ევროპაში მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა უზრუნველყონ კონფლიქის ზონაში მოხვედრილი ბავშვების უფლებების დაცვა და სრული პატივისცემა.
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
ევროპა - მსოფლიო შეძრა უკრაინასა და უკრაინელ ხალხზე არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა თავდასხმამ. ამ ომმა მრავალი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, დაღუპვა და საომარი მოქმედებებისგან თავის დაღწევის მიზნით, ოჯახების მასობრივი დევნილობა გამოიწვია. UNHCR-ის მონაცემებით, სულ მცირე მილიონნახევარი ადამიანი ამჟამად თავს უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებს აფარებს. გაეროს და სხვა ლტოლვილთა ორგანიზაციების შეფასებით, ომისგან გაქცეული ადამიანების რაოდენობა 4-დან 7 მილიონს მიაღწევს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე 36 ბავშვია დაღუპული.
ევროპაში ECPAT-ის წევრი ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ამ განცხადებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის და ტრეფიკინგის აღმოფხვრაზე მუშაობენ. განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები ღრმად არიან შეშფოთებული იმ საფრთხეებით, რომელსაც უკრაინაში მყოფი, ან თავდასხმისგან გაქცევის პროცესის დროს ბავშვებია წყდებიან. ეს საფრთხეები მოიცავს ფიზიკურ ზიანს, სიცოცხლის და ოჯახის დაკარგვას, მძიმე ემოციური დისტრეს, სკოლისა და განათლების ხელმისაწვდომობის დაკარგვას და უსაფრთხო თავშესაფრის არარსებობას და სხვა. ომი სერიოზულად ემუქრება მათ ხელმისაწვდომობას საკვებზე, წყალზე, თავშესაფარზე, სამედიცინო მომსახურებასა და ფსიქო-სოციალურ დახმარებაზე.
ეს ომი უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის ყველა დაზარალებულს, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე დაუცველებს - ბავშვებს. ნებისმიერი კონფლიქტის დროს ბავშვები ყველაზე მწვავედ განიცდიან ფიზიკურ და ემოციურ ზიანს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობის გამო, რაც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ შეძრწუნებული ვართ მათი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით (CRC) გათვალისწინებული უფლებების დარღვევით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ყველასგან მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვას.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყონ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების დაცვა და მოვლა. მათი უფლებები დაცული უნდა იყოს.
ამ ომის დაწყებიდან, ჩვენი წევრი ორგანიზაციები და მოკავშირეები უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და მთელს ევროპაში, ეხმარებიან ათასობით უკრაინელ ბავშვს და ოჯახს, რომლებიც გაურბიან ომს და ეძებენ დაცვის შესაძლებლობებს.
ჩვენი წევრების ინფორმაციით, ლტოლვილებს შორის უამრავი ბავშვი თანმხლები პირის გარეშეა. არსებული ქაოტური სიტუაციის გამო, უკრაინასა თუ მეზობელ ქვეყნებში, დაკარგული ბავშვების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. დაკარგული და თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან ტრეფიკინგის, ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ. მათი უსაფრთხოება და დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს!
ECPAT-ის წევრები ევროპაში, რომლებიც შეუერთდნენ ამ განცხადებას, მოუწოდებენ ევროპის მთავრობებს, ევროკომისიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჰუმანიტარულ მისიებს, მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა მოახდინონ თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვების სწრაფი იდენტიფიცირება და მოათავსონ ისინი უსაფრთხო, ბავშვზე მორგებულ და დაცულ გარემოში, ასევე უზრუნველყონ მათი სრული ხელმისაწვდომობა ბავშვის დაცვის, ჯანდაცვის, განათლების და ფსიქო-სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, უზრუნველყონ მეურვის დაუყოვნებელი დანიშვნა და მშობლებთან და სხვა აღმზრდელებთან კონტაქტის სწრაფი აღდგენა.
შეხსენება: დაკარგული, ძალადობის ან ექსპლუატაციის რისკის წინაშე მყოფი ბავშვის შესახებ შეგიძლიათ დარეკოთ და ითხოვოთ უფასო დახმარება, დაკარგულ ბავშვთა ცხელ 116-000, ან ბავშვთა დახმარების ხაზებზე 116-111, რომლებიც ევროპის მასშტაბით სულ მცირე 32 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
გადაუდებელი შეკითხვებისა და ინფორმაციისთვის მიმართეთ:
Altin Hazizaj (He/him), ECPAT Albania, member of ECPAT International Board for Eastern Europe,
E-mail: altin.hazizaj@crca.al (Languages: Albanian, English, French and Italian)
Carrie van der Kroon (she/her), ECPAT Netherlands, member of ECPAT International Board for Western Europe,
E-mail: c.vanderkroon@defenceforchildren-ecpat.nl (Languages: Dutch, English and Spanish)
განაცხადს მხარს უჭერს ECPAT International-ის წევრი ორგანიზაციები ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან:
ARSIS Association for the Social Support of Youth (Greece) CRCA / ECPAT Albania
Crisis Center "Care", Kazakhstan
Defence for Children – ECPAT Netherlands
ECPAT Bulgaria - Neglected Children Society
ECPAT Austria
ECPAT Belgium
ECPAT France
ECPAT Germany
ECPAT Italy
ECPAT Luxembourg
ECPAT Norway
ECPAT Portugal
ECPAT Sweden
ECPAT UK
Empowering Children Foundation, Poland
First Children’s Embassy in the World Megjashi, North Macedonia
Hintalovon Foundation, Hungary
Journalists for Human Rights, North Macedonia
La Strada Moldova
Network of Organizations for Children of Serbia
NGO Isiqbolli Avlod, Uzbekistan
Public Health Foundation of Georgia
Sana Sezim, Kazakhstan
Save the Children Finland
Tartu Child Support Center, Estonia