ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
კამპანია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

კამპანია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ნოემბერი - ბავშვთა და ახალგაზრდების ძალადობისგან დაცვის თვე

ბავშვზე ძალადობა მისი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა. ბავშვის და ახალგაზრდას მიმართ ძალადობა არასდროს არის გამართლებული, ხოლო ძალადობის ყველა ფორმის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ნოემბერი - ბავშვთა და ახალგაზრდების ძალადობისგან დაცვის თვეა - 18 ნოემბერს, მსოფლიო მასშტაბით, აღინიშნება სექსუალურიექსპლუატაციისადასექსუალურიძალადობისწინააღმდეგბავშვთადაცვისევროპულიდღე; 19 ნოემბერს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე, ხოლო 20 ნოემბერს გაერთიანებული ერები ბავშვთა მსოფლიო  დღეს აღნიშნავს.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ბავშვების და მათი მშობლების ჩართულობით, გასართობ - შემეცნებითი ღონისძიება „ჩემი ოჯახი, ბედნიერი ბავშვობა“ გამართა.  ღონისძიება „კარგი მშობლობის“ წახალისებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ღონისძიების დროს ბავშვებმა რბილი ქსოვილისგან დაამზადეს წიგნი - „ჩემი ოჯახი“; გაიმართა წიგნის პრეზენტაციაც, რომელშიც  იმ ბავშვების ნახატები გაცოცხლდა, ვინც დახმარება „ბავშვთა და მოზარდთა ადვოკატირების ცენტრში“ მიიღო.

ბავშვებმა და მშობლებმა ერთად გაიხსენეს, ჩამოწერეს და მომღიმარ მზეზე დაამაგრეს ის სიტუაციები და გარემოებები, რასაც მათთვის ღიმილი და ბედნიერება მოაქვს. ამ ნაბიჯით საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ღონისძიებას - „რა იწვევს ჩემში ღიმილს“.  

ბავშვების და ახალგაზრდების მონაწილეობით, ღონისძიებები გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში ბათუმის და ზუგდიდის ადვოკატირების ცენტრების ორგანიზებით.  

ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის  „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრები მუშაობენ თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ისინი საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდიან ოჯახში  ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს ახორციელებს  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და ბავშვის საერთაშორისო  კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო ჰელპლაინი (Child Helpline International (CHI)).

იხილე ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon