ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი ექიმებისა და ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის

ტრენინგი ექიმებისა და ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის

ტრენინგი ექიმებისა და ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის ბავშვზე ძალადობის იდენტიფიცირება

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და  ახალგაზრდების დასაცავად“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელების და გადაწყვეტილების მიმღები პირების ცოდნის ამაღლებას იმ მიზნით, რომ მათ დაიცვან და მხარდაჭერა აღმოუჩინონ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და შესაბამისად მოახდინონ ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება და პრევენცია.

სწორედ ამ მიზნით 4-6 დეკემბერს, თბილისში გაიმართა ტრენინგი პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის და თბილისის, ზუგდიდის და ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლებისთვის თემაზე „ბავშვზე ძალადობის იდენტიფიცირება“. ტრეინინგი მიზნად ისახავდა ექიმების პროფესიონალიზმის გაზრდას ბავშვზე ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების საკითხებში; ექიმების როლის და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებას ბავშვზე ძალადობის შემთხვევების შეტყობინებასთან დაკავშირებით და მათ მოტივირებას მულტიდისციპლინარულ თანამშრომლობაში ჩასართავად.

ტრენინგს უძღვებოდა კრისტოფ ბარტოლი, სასამრთლო ექსპერტიზისა და მედიცინის სამართლის სპეციალისტი, მარსელის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, პრაქტიკოსი ექიმი, მარსელის პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და ბავშვის საერთაშორისო  კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო დახმარების ხაზი (Child Helpline International (CHI)).

იხილე ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon