პროექტის დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი - თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: მარტი 2013 – ნოემბერი 2013
პროექტის მიზანი:
• ბავშვზე ზრუნვის მომსახურების და სისტემის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციის და ძალადობით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით;
• ოჯახში ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა კოორდინირებული მართვის და ბავშვთა დაცვის (რეფერირების) სისტემის გაუმჯობესება.
ამოცანები:
• სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზე, ძალადობის მსხვერპლ და კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ბავშვთა საკონსულტაციო მომსახურების განვითარება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (9 რეგიონული ცენტრი);
• ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში ჩართული სააგენტოების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ოჯახში ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე მულტი- სექტორული და მულტი - დისციპლინარული მომსახურების გაძლიერება.