პროექტის დონორი: Oak Foundation;
პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 2014 - სექტემბერი 2017
პროექტის პარტნიორები:“არევამანუკი“ - ოჯახზე და ბავშვზე ზრუნვის ფონდი (სომხეთი) და საიმედო მომავალი-ახალგაზრდული ორგანიზაცია (აზერბაიჯანი)
პროექტის მიზანი:
- ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების განვითარების და ჩართულობის გაზრდით სამხრეთ კავკასიაში ბავშვთა დაცვის ეფექტური სისტემის შექმნის ხელშეწყობა ბავშვზე ძალადობის პრევენციისა და დროული რეაგირებისთვის.
ამოცანები:
- ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციის და ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერება და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველადი ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება;
- საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბავშვთა დაცვის პოლიტიკის და პროცედურების გაუმჯობესება სპეციალისტთა მომზადებით და თანამშრომლობის გაძლიერებით.