ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

“უფროსი ძმები, უფროსი დები - საქართველო" - პოზიტიური ცვლილებები ბავშვთა ცხოვრებაში და გაძლიერება წარმატების მისაღწევად

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
აპრილი 2001 - დეკემბერი 2002 (დასრულებული)

“უფროსი ძმები, უფროსი დები - საქართველო" - პოზიტიური ცვლილებები ბავშვთა ცხოვრებაში და გაძლიერება წარმატების მისაღწევად

პროექტის დონორი: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი 2001 - დეკემბერი 2002; 2003 წლიდან პროგრამა უფროსი ძმები, უფროსი დები" წარმოადგენს პროექტის "თბილისის ბავშვთა დახმარების ცენტრის" შემადგენელ ნაწილს.
პროექტის პარტნიორი: საერთაშორისო ორგანიზაცია "უფროსი ძმები, უფროსი დები".

პროექტის მიზანი:
• ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა

ამოცანები:
• ახალგაზრდა მოხალისეების მოზიდვა, შერჩევა და მომზადება;
• წყვილების შექმნა;
• წყვილების ურთიერთობის სუპერვიზია და მონიტორინგი;
• სხვადასხვა სახის კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.