ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ჩვენი გუნდი

ლია სარალიძე
აღმასრულებელი დირექტორი
ლია სარალიძე არის პედიატრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. გაიარა კლინიკური ორდინატურა პედიატრიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის პიმენ ყურაშვილის სახელობის ბავშვთა #1 კლინიკურ საავადმყოფოში. არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. (გაიგე მეტი)
მარიამ მასხულია
პროექტის კოორდინატორი
მარიამ მასხულია არის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. აქვს ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების თეორიასა და პრაქტიკაში, წარჩინებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე  „სიღარიბე, განვითარება და საერთაშორისო დახმარება და კოოპერაცია“ გაიარა ინტერნატურა ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში Defence for Children - ECPAT the Netherlands -ში. (გაიგე მეტი)
ეკატერინე (ქეთევან) თავართქილაძე
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
ეკატერინე (ქეთევან) თავართქილაძე არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი ფსიქოლოგიაში. გაიარა ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსი „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა“. წლების განმავლობაში იყო აჭარის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფსიქოლოგი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა წამალდამოკიდებულ პაციენტებთან, აივ ინფიცირებულებთან, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მეზღვაურებთან. მიჰყავდა ლექციების კურსი ბავშვთა ფსიქოლოგიაში საქართველოს სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს  სასწავლებლებში. (გაიგე მეტი)
ქეთევან დავითიშვილი
პედიატრი
ქეთევან დავითიშვილი არის პედიატრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. გაიარა კლინიკური ორდინატურა პედიატრიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის პიმენ ყურაშვილის სახელობის  ბავშვთა #1 კლინიკურ საავადმყოფოში. მიჰყავდა ლექციების კურსი სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებელში ბავშვთა განვითარებასა და მოვლის საკითხებში. (გაიგე მეტი)
დავით ხუჭუა
სოციალური მუშაკი
დავით ხუჭუა არის პროფესიით ექიმი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. არის სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი. გაიარა ოქსფორდის პოლიტიკის მართვის ჯგუფის მიერ  ორგანიზებული სასწავლო კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სასწრაფო დახმარება „არდში“, განათლების სამინისტროსთან არსებულ ბავშვთა სამთო-სათხილამურო სკოლაში და სხვა. (გაიგე მეტი)
ქეთევან მარგალიტაძე
იურისტი
ქეთევან მარგალიტაძე არის იურისტი, საოჯახო სამართლის სპეციალისტი. დაამთავრა დავით ბაქრაძის სახელობის სამართლის და ეკონომიკის ინსტიტუტი და მიენიჭა სამართლის სპეციალისტის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწედ.  გავლილი აქვს  ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისა და ცენტრალური ევროპის და ევრაზიის სამართლის ინიციატივის მიერ ორგანიზებული უნართა ტრენინგი „ადვოკატი სასამართლო პროცესის წარმოებაში“, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ბავშვთა უფლებების მონიტორინგი“ და სხვა. (გაიგე მეტი)
რატი ცინცაძე
პროექტის კოორდინატორი
რატი ცინცაძე პროფესიით ექიმი-ტრავმატოლოგი, დაამთავრა თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი მოსკოვის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მოსკოვის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, არასამთავრობო ორგანიზაციებში  „თანადგომა“, “ვორლდ ვიჟენ -საქართველო”. (გაიგე მეტი)
ნინო დარსაძე
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
ნინო არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი. არის მეცნიერებათა მაგისტრი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასების და კონსულტირების სპეციალიზაციით, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების და მეცნიერებათა ფაკულტეტი. (გაიგე მეტი)
თამარ ქოიავა
ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერი

თამარ ქოიავა არის საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სსახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა კაიროს უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 

 

(გაიგე მეტი)
თამუნა ბაბაკიშვილი
ფინანსური მენეჯერი
თამარ ბაბაკიშვილი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში 2009 წლიდან მუშაობს. დაამთავრა საერო ინსტიტუტი „გაენათი“ -ის ინგლისური სექტორი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განხრით. სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო კურსები საგადასახადო კოდექსის სიახლეებზე, ფინანსური აღრიცხვის საფუძვლებსა და ფინანსების მართვაზე. (გაიგე მეტი)
მარინა კიკალიშვილი-ჟივიძე
ოფისის ასისტენტი
მარინა კიკალიშვილი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში მუშაობს 2006 წლიდან და არის ოფისის ასისტენტი. მისი დამსახურებით ორგანიზაციაში შექმნილია მყუდრო და კეთილგანწყობილი გარემო, როგორც თანამშრომლების, ისე სტუმრებისთვის. (გაიგე მეტი)
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon