ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ქეთევან დავითიშვილი

პედიატრი
ქეთევან დავითიშვილი არის პედიატრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. გაიარა კლინიკური ორდინატურა პედიატრიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის პიმენ ყურაშვილის სახელობის  ბავშვთა #1 კლინიკურ საავადმყოფოში. მიჰყავდა ლექციების კურსი სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებელში ბავშვთა განვითარებასა და მოვლის საკითხებში.
 
მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში 2003 წლიდან. არის პროექტის კოორდინატორი, კონსულტირებას უწევს პროფესიონალებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს, ატარებს ტრენინგებს ბავშვთა დაცვის სფეროს სპეციალისტების და მშობლებისთვის ბავშვის განვითარების, ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის თანამშრომელთა ცოდნის და უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს  ტრენინგები ბავშვზე ძალადობის შემთხვევის მართვის, ძალადობის მსხვერპლთა შეფასების, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვის გამოკითხვის, პროექტების მართვის და სხვა საკითხებში. ჩართულია პროგრამაში „ბავშვის უფლებაზე დაფუძნებული მიდგომების იმპლემენტაცია ორგანიზაციის პოლიტიკასა და პრაქტიკაში“, ორგანიზებული  Child to Child, UK and Oak Foundation -ის მიერ.
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon