ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

აკრედიტირებული ტრენინგი ექიმებისთვის: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“

2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული  ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე - „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“.

ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები  ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური სურათი, დიაგნოზი, დიფერენციალური დიაგნოზი)  და რეაგირების საკითხებში - ბავშვთა დაცვის/ გადამისამართების (რეფერირების) დოკუმენტით (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის #437 დადგენილება) განსაზღვრული   პასუხისმგებლობები  და ვალდებულებები;  ბავშვზე ძალადობის პრევენიცია; ძალადობისა და უგულებელყოფისაგან ბავშვის დაცვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი, ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების ფორმის გამოყენება და სხვა).

ტრენინგი მომზადდა და ჩატარადა ფონდი ოუკის (Oak Foundation) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შევაჩეროთ ბავშვზე ძალადობა - ჯანდაცვის სექტორის როლის გაძლიერება ბავშვზე ძალადობის პრევენციის და შემთხვევებზე რეაგირების საკითხებში“ ფარგლებში.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მადლობას უხდის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებს - პროფესორ ლია ჟორჟოლიანს, პროფესორ რუსუდან ქარსელაძეს, პროფესორ თინათინ გაგუას, ბავშვთა დაცვის ექსპერტს, პედიატრ - ქეთი დავითიშვილს და ბავშვთა დაცვის ექსპერტს, პედიატრ - მარი წერეთელს ტრენინგის წარმართვისთვის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon