ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ბავშვთა ტრეფიკინგი და ბავშვების დაცვა: მდგრადი გადაწყვეტილებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად

ბავშვთა ტრეფიკინგი და ბავშვების დაცვა: მდგრადი გადაწყვეტილებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელმა, მარიამ მასხულიამ, 2019 წლის 17 მაისს, ECPAT International - ის ქსელის 30 წევრთან ერთად, მონაწილოება მიიღო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 17 მაისს ვენაში გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლისა და კოორდინატორის ოფისის (OSR/CTHB) მიერ. შეხვედრის მთავარი სადისკუსიო თემა იყო ადამიანით/ბავშვებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების როლი და შესაძლებლობები, რომ მათ ადვოკატირება გაუწიონ ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა უკეთესად დაცვას.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა ტრეფიკინგი და ბავშვთა დაცვა არ შეიძლება ცალ-ცალკე განიხილებოდეს - ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემა ვერ იქნება სათანადოდ მოგვარებული გამართული და ეფექტური ბავშვთა დაცვის სისტემების გარეშე. ბავშვთა დაცვის სისტემები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ბავშვზე მორგებულ და ნდობაზე დამყარებულ მიდგომებსა და პროცედურებს. ბავშვთა დაცვის სიტემები ასევე ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მონაწილეობას, შემთხვევებზე ინდივიდუალურ საქმისწარმოებას და მეორეული ტრავმატიზაციის თავიდან არიდებას.
მოსალოდნელია, რომ მრგვალი მაგიდის დასკვნები, უფრო მკაფიო ხასიათს მიიღებს მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ბავშვთა დაცვის ვალდებულებების ფარგლებში და დაეხმარება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლისა და კოორდინატორის ოფისს (OSR/CTHB) შემდგომი პრაქტიკული ინტერვენციების განსაზღვრაში; რაც თავის მხრივ, ბავშვთა დაცვის ფარგლებში, ხელს შეუწყობს ეუთო-ს რეგიონში მდგრადი გადაწყვეტილებების განხორციელებას ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის.
შეხვედრის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ინგლისურ ენაზე მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი https://www.osce.org/secretariat/422096.

შეხვედრის ფოტოები:
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon