ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
შენი  ჯანმრთელობა - შენი უფლებაა!

შენი ჯანმრთელობა - შენი უფლებაა!

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს ქართულ და აფხაზურ ენებზე, რომელიც პროექტით გათვალისწინებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია და ის ადამიანის ფუნდამენტური უფლების - ჯანმრთელობის უფლების დაცვას ეხება.

 

ჯანმრთელობის უფლება  უნივერსალურია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის -ეროვნების, რასის, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის  მიუხედავად.

 

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პიროვნების ჯანმრთელობა. შექმნას ყველა პირობა მოქალაქის  ჯანმრთელობის დასაცავად, შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.

 ყველა მოქალაქეს  აქვს უფლება მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი სამედიცინო მომსახურება.

 

იმისათვის რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის უფლება:

  ჯანდაცვის მომსახურება უნდა იყოს:

1. საკმარისი  -  საკმარისი სამედიცინო დაწესებულება; პროფესიონალი სამედიცინო მუშაკები; წამლები და სამედიცინო საშულებები; უსაფრთხო და ხარისხიანი მკურნალობა;

2. ხელმისაწვდომი  - სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი- გეოგრაფიულად და ფინანსურად;

3. მისაღები --სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს ყველასთვის მისაღები -რწმენისა და აღმსარებლობის,  ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების,  ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის მიუხედავად;

4. ხარისხიანი -სამედიცინო მომსახურება  უნდა იყოს უსაფრთხო და ხარისხიანი. ასევე, კონფიდენციალური, არა-დისკრიმინაციული და ინფორმაციული;

ასევე, კონფიდენციალური, არა-დისკრიმინაციული და ინფორმაციული;

 

საქართველოს მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით  (საქართველოს კონსტიტუცია  მუხლი 28). მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს  აწესრიგებს  საქართველოს კანონი „ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და  საქართველოს კანონი „ პაციენტის უფლებების შესახებ“.

               ხარისხიანი ჯანდაცვა- შენი უფლებაა

               შენი  ჯანმრთელობა - შენი უფლებაა!

ვიდეორგოლო მომზადებულია ევროკავშირის დახმარებით.  პროექტს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი „საქართველოს დახმარების კომიტეტთან“ და „ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიასთან“ პარტნიორობით ახორციელებს.  პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მუშაკების ცოდნის და უნარების გაუმჯობესებას, რომ მათ თანამშრომლობის გზით შეძლონ აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ხარისხიან და შეღავათიან სამედიცინო მომსახურებაზე  წვდომის გაუმჯობესება.

ვიდეორგოლში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ თვალსაზრისს. მის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და საქართველოს დახმარების კომიტეტი.

 


ვიდეორგოლი ქართულ ენაზე:   
https://youtu.be/r_uLEKGVf4Y




ვიდეორგოლი აფხაზურ ენაზე:  https://youtu.be/4b9DKX7gS2Y

 

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon