პროფესიონალებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

 აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე - 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ  მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და  თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო რთული წესები: ის, რომელიც არეგულირებს ქცევას და ის, რაც ეხება მარტივ თამაშებს. გარდა ამისა, ორენოვნება ასოცირდება აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების (EF/SR) უკეთეს განვითარებასთან, ამიტომ მშობლებმა, რომლებიც თავისუფლად ფლობენ ერთზე მეტ ენას, უნდა გამოიყენონ ეს ენები შვილებთან ურთიერთობისას.

აქტიური თამაშები:

ამ  ასაკის ბავშვები (18-დან 36 თვემდე) სწრაფად ავითარებენ  მნიშვნელოვან მრავალ ფიზიკურ უნარს და მოწონთ  ფიზიკური  ვარჯიშები.  ქვემოთ მოყვანილი აქტივობები ავალდებულებს ბავშვებს შეინარჩუნონ მიზანი და  მოახდინონ ყურადღების ფოკუსირება მასზე, დათრგუნონ არასაჭირო და არაეფექტური ქმედებები და სცადონ ახალი გზები, თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ შეიძლება ყოველთვის ვერ მიაღწიონ წარმატებას, მაგრამ პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სასწავლო პროცესი. ამ აქტივობებიდან ბევრი უფროსებისგან მოითხოვს ხშირ შეხსენებას და ისინი შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს!

  • მიაწოდეთ ბევრი მასალა და შესაძლებლობა ახალი უნარების გამოსამუშავებლად, როგორიცაა ბურთების სროლა და დაჭერა, ბალანსის დაცვით სიარული, დახრილ ზედაპირზე ზემოთ და ქვემოთ სირბილი, ხტუნვა და ა.შ. დააწესეთ მარტივი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ დამატებითი მუშა მეხსიერებისა და შეკავების გამოწვევისთვის, მაგალითად. რიგრიგობით გაიქცნენ „ფინიშის  ხაზამდე“ და უკან.
  • მოზრდილი ასაკის ბავშვებს  სიამოვნებთ მარტივი იმიტაციური თამაშები, როგორიც არის  „ გაყევი ლიდერს“,  ან  თამაშები  სიმღერით მაგ.  „მიყევით, მიყევით, მიჰყევით [ბავშვის სახელს], მიჰყევით,  მიჰყევით [ბავშვის სახელს]“ — ყველა ბავშვი ბაძავს ერთ ბავშვს. ეს არის მუშა მეხსიერების, ასევე ყურადღების და შეკავების შესანიშნავი ტესტები.
  • თამაშები, რომლებიც საჭიროებენ აქტიურ შეკავებას, ბავშვებისთვის ასევე შეიძლება იყოს სახალისო მაგ.  როგორიცაა „გაყინე“ ცეკვა (მუსიკალური ქანდაკებები), თუმცა ნუ ელით ბავშვებისგან, რომ „გაიყინონ“ რამდენიმე შეხსენების გარეშე. ასევე ეფექტურია თამაშები სიმღერით, რომელიც მოითხოვს ბავშვებისგან მოძრაობის დაწყებას და გაჩერებას, ან შენელებას და აჩქარებას.
  • ასევე სახალისოა  სიმღერით თამაშები, მრავალი მოძრაობით.  ესეთი თამაშები მოითხოვს, რომ ბავშვებმა ყურადღება მიაქციონ სიმღერის სიტყვებს და შეინახონ ისინი მუშა მეხსიერებაში, გამოიყენონ სიმღერა, რათა წარმართონ მათი  მოძრაობები.
  • თითებით თამაში  ან სიმღერა და ლექსი  შესაბამისი ჟესტებით ასევე პოპულარულია ამ ასაკის ბავშვებში, ანალოგიურად იწვევს ბავშვების ყურადღების, მუშა მეხსიერების და კონტროლის  სტიმულაციას .

 

 

საუბარი და თხრობა:

როდესაც ბავშვებს უვითარდებათ მეტყველების  უნარები, მათ შეუძლიათ დაიწყონ აქტიური საუბარი უფროსებთან და მარტივი ისტორიების მოყოლა.

  • ბავშვის თამაშის ყურება და თხრობა შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა მცირეწლოვან ბავშვებისთვის  იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლია მეტყველებას აღწეროს მათი ქმედებები.  ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად,  შეიძლება დაემატოს კითხვები, როგორიცაა "რას გააკეთებ შემდეგ?" ან „ვხედავ, რომ გინდა ბურთი ქილაში მოათავსო. არის ამის სხვა გზა?” ეს კომენტარები ეხმარება ბავშვებს შეჩერდნენ, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რის გაკეთებას ცდილობენ, როგორ იმუშავა  მათმა მცდელობამ  და როგორ დაგეგმონ შემდეგი ნაბიჯი.
  • საერთო მოვლენების შესახებ ისტორიების მოყოლა  შეიძლება იყოს  შესანიშნავი გზა  ამ გამოცდილების ასახვისთვის. გამოცდილება მუშა მეხსიერებაში დაცულია, სანამ ბავშვი განიხილავს რა თანმიმდევრობით მოხდა მოვლენები, რატომ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა და რას ნიშნავდა ეს გამოცდილება. ეს მოთხრობები ასევე შეიძლება მარტივად დაიწეროს ან დაიხატოს  და გადაიხედოს.
  • ასევე, მნიშვნელოვანია გრძნობებზე საუბარი, ბავშვების გრძნობებზე სახელის დარქმევით, მაგ.  „როგორც ჩანს, ახლა მართლა გაბრაზებული ხარ“,  ან ბავშვის გაღიზიანების შესახებ ამბის მოყოლით.  ეს  საუბრები, ბავშვებისთვის თავიანთი გრძნობების გამოხატვის საშუალების მიცემით,  ხელს უწყობენ ემოციური რეგულაციის განვითარებას, რაც აუცილებელია აღმასრულებელი ფუნქციის ასამოქმედებლად .

 

თამაშები დაწყვილება/დახარისხების ელემენტებით:

ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ მარტივი დაწყვილების და დახარისხების თამაშები, რისთვისაც აუცილებელია  ბავშვებმა  გააცნობიერონ აქტივობის ორგანიზების წესი (დახარისხება ფორმის, ფერის, ზომის მიხედვით და ა.შ.),  გაითვალისწინონ ეს წესი და დაიცვან იგი.

  • სთხოვეთ ბავშვებს ითამაშონ დახარისხების თამაში, რომელშიც თქვენ მორიგეობით დაალაგებთ საგნებს ზომის, ფორმის ან ფერის მიხედვით.
  • ჩართეთ უფრო მოზარდი ასაკის ბავშვები  დახარისხების მხიარულ თამაშში, როგორიცაა პატარა ფიგურების ჩადება დიდ ვედროში და დიდი ფორმების პატარა ვედროში. ბავშვები მიდრეკილნი არიან დააწყვილონ მსგავსი საგნები, ამიტომ ეს ცვლილება მათთვის სირთულეს წარმოადგენს, რაც მოითხოვს მათგან დათრგუნონ მოსალოდნელი ქმედება და აამოქმედონ შერჩევითი ყურადღება  და სამუშაო მეხსიერება.
  • ასაკის მატებასთან ერთად, პატარები ასევე  სიამოვნებით ერთობიან მარტივი თავსატეხებით, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას  ფორმებსა და ფერებზე. უფროსებს შეუძლიათ სთხოვონ ბავშვებს დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა ფორმა ან ფერი სჭირდებათ, სად შეიძლება მოათავსონ გარკვეული საგანი, ან  სად დადონ  თუ ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს, რითაც ავარჯიშებენ ბავშვის რეფლექსიისა და დაგეგმვის უნარებს.

წარმოსახვითი თამაში:

პატარები იწყებენ მარტივი წარმოსახვითი თამაშის უნარის განვითარებას. ხშირად, პატარები ბაძავენ უფროსების მოქმედებებს მათ ხელთ არსებული საგნების გამოყენებით (როგორიცაა ცოცხით წმენდა ან  საჭმელს კეთება). როდესაც ისინი მიაღწევენ ამ ასაკს (18-დან 36 თვემდე), ეს მოქმედებები არ არის უბრალოდ იმიტირებული, შეიძლება გაგრძელდეს და გამოავლინოს მარტივი წარმოსახვითი თამაშის  ნიშნები, მაგალითად, ქვაბში  საჭმლის „მომზადების“ შემდეგ ბავშვი ქვაბს მაგიდაზე დადებს და  საჭმელს ჭამის იმიტაციას იწყებს.

  • ბავშვებს დაუსვით კითხვები იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ. ისაუბრეთ იმის შესახებ რასაც ხედავთ.
  • ბავშვთან ერთად ითამაშეთ  და მიეცით მას შესაძლებლობა მართოს თამაში. მიეცით ბავშვს საშუალება გითხრათ რა როლი უნდა შეასრულოთ და როგორ  გააკეთოთ ეს. სხვათა ქცევის რეგულირება მნიშვნელოვანი გზაა ბავშვების თვითრეგულირების უნარების განვითარებისთვის.
  • ბავშვს მიაწოდეთ სხვადასხვა სახის ნაცნობი საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და ტანსაცმლის ნივთები, რათა წაახალისოთ ბავშვების წარმოსახვითი თამაში.

 

მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:  https://bit.ly/3obyxfM