პროფესიონალებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები

5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის

თამაშები ავარჯიშებს  ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ  უნარების გამოყენებას. 5-7 წლის  ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, რომლებიც ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არც ისე რთულია შესასრულებლად. როდესაც ბავშვები გაეცნობიან თამაშის წესებს, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე, შეამციროთ ზრდასრულის როლი. გამოწვევა უფრო დიდია ბავშვებისთვის, თუ ისინი დაიმახსოვრებენ და დამოუკიდებლად შეასრულებენ წესებს.წესებიანი თამაშის დროს ბავშვები ცდილობენ თამაშის ორგანიზებას და მისი წესების დაცვას, უბრალოდ მოემზადეთ კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე ტექნიკით. მონეტის გადატრიალება ან ჯოხის ამორჩევა  არის მეთოდი, რომლებიც გამოგადგებათ თამაშის რეგულირებისთვის.

ბარათებით  თამაშები და  სამაგიდო თამაშები

  • თამაშები, რომლებშიც მოწილეებმა უნდა დაიმახსოვრონ კონკრეტული ბარათების მდებარეობა, შესანიშნავია მუშა მეხსიერების გასავარჯიშებლად. მარტივი დონის თამაშია, თამაში „კონცენტრაცია“.  ეს არის  კარტის სახალისო თამაში ყველა ასაკისთვის, რომლის მთავარი პრინციპია, ბავშვმა დაიმახსოვროს შერჩეული ბარათის ადგილმდებარეობა და მოიძიოს შესატყვისი წყვილი. უფრო რთული დონის თამაშია, როცა საჭიროა როგორც ბარათის ადგილმდებარეობის დამახსოვრება, ისე მის გადაადგილებაზე თვალყურის დევნება.  
  • თამაშები, რომლებშიც ბავშვს შეუძლია სათამაშო ბარათების შეხამება, ფიგურისა ან ნომრის მიხედვით; ეს თამაში ასევე კარგია შემეცნებითი მოქნილობის გასავარჯიშებლად.
  • თამაშები, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ პასუხს და მონიტორინგს, ასევე შესანიშნავია ყურადღებისა და იმპულსების დათრგუნვის გამოწვევისთვის.  
  • ნებისმიერი სამაგიდო თამაში, რომელიც მოიცავს გარკვეულ სტრატეგიას, იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ბავშვებმა  გონებაში შეადგინონ და წინასაწარ გათვალონ  რამდენიმე სვლა, გაითვალისწინონ განსხვავებული წესები, რომლებიც მართავს სხვადასხვა ნაწილებს და მოახდინონ  სტრატეგიის კორექტირება მოწინააღმდეგის სვლების საპასუხოდ.

სტრატეგიის შემუშავების დროს ერთად მუშაობს ბავშვის მუშა მეხსიერება, შემაკავებელი  კონტროლი და მოქნილობა, რათა მხარი დაუჭირონ გეგმაზე დაფუძნებულ, ეფექტურ თამაშს. ამ  ასაკის ბავშვებისთვის ამ ტიპის თამაშების რამდენიმე მაგალითი არის: დომინო და ჩინური შაში.

თამაში ფიზიკური აქტივობებით

  • თამაშები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და სწრაფ პასუხებს, ეხმარება ბავშვებს განავითაროს  ყურადღება და შეკავება. მათ შორისაა „ყინულის“ ცეკვა (მუსიკალური ქანდაკებები); 
  • თამაშები, რომლებიც მოითხოვს რომ ბავშვმა გონებაში თვალყური ადევნოს სხვების მოძრაობას, რაც ასევე გამოწვევაა მუშა მეხსიერებისთვის.
  • სხვებს სჭირდებათ შერჩევითი პასუხები და  შეკავების ტესტირება, როგორიცაა ჯადოსნური სიტყვებით თამაში, რომელშიც ბავშვები ელიან „ჯადოსნურ სიტყვას“ მოქმედების დასაწყებად.
  • სწრაფად მოძრავი ბურთის თამაშები, როგორიცაა მაგ. „ოთხი კვადრატი“, რომელიც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, წესების დაცვას, გადაწყვეტილების სწრაფ მიღებას და თვითკონტროლს.
  • ამ ასაკში ბავშვები უკვე საკმარისად მოზრდილები არიან იმისთვის, რომ ისიამოვნონ სტრუქტურირებული ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა ორგანიზებული სპორტი - თამაშები, რომლებიც საჭიროებენ კოორდინაციას და უზრუნველყოფენ აერობულ ვარჯიშს. მაგალითად, ასეთია ფეხბურთი. დადასტურებულია, რომ ფეხბურთი ხელს უწყობს ყურადღების განვითარებას და ეხმარება მოქმედებების კონტროლის უნარის განვითარებაში.  

მოძრაობა და სიმღერის  თამაშები

  • სიმღერები, რომლებიც ტექსტი მეორდება და ემატება შემდეგი ნაწილი (სიტყვით ან მოძრაობით) ასევე გამოწვევაა მუშა მეხსიერებისთვის;
  • ამ კატეგორიაში შედის კლასიკური მეხსიერების თამაშები: პიკნიკისთვის მომზადება ან ბებიის ჩემოდნის ჩალაგება. მაგალითად, შეადგინონ წასაღები ნივთების სია, ალფავიტის მიხედვით
  • გუნდური  სიმღერა არის გამოწვევა მოზრდილი ბავშვებისთვის, რომელიც მოითხოვს მუშა მეხსიერების გამოყენებას და შეკავების  ვარჯიშს.
  • ტაშის რთული რიტმები, ასევე ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, შეკავებას და კოგნიტურ მოქნილობას და პოპულარულია ბავშვების მრავალ თაობებში და კულტურაში.

 

მშვიდი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს სტრატეგიას და რეფლექსიას

  • ამ ასაკში ბავშვები სულ უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და ფაზლები, თავსატეხი წიგნები, რომლებიც შეიცავს ლაბირინთებს, მარტივი სიტყვების პოვნას, შესატყვის თამაშებს და ა.შ. ავარჯიშებს ყურადღებას და პრობლემის გადაჭრის უნარებს (მუშა მეხსიერებას და კოგნიტურ მოქნილობას).

 

  • ლოგიკური და მსჯელობის თამაშები, რომლებშიც თავსატეხების გადასაჭრელად გარკვეული წესები უნდა იქნას გამოყენებული, საინტერესოა და უზრუნველყოფენ მუშა მეხსიერების და შემეცნებითი მოქნილობის გამოწვევებს.
  • ასევე პოპულარულია გამოცნობის თამაშები და მოითხოვს მოთამაშეებისგან გამოიყენონ მუშა მეხსიერება და მოქნილი აზროვნება, რათა გაითვალისწინონ წინა პასუხები, სანამ ისინი ავითარებენ და უარყოფენ პოტენციურ თეორიებს.  თამაშები ბავშვებს ავალდებულებენ დაფიქრდნენ კატეგორიზაციაზე და გამოიყენონ შერჩევითი ყურადღება ობიექტის სწორი ტიპის ძიებაში.

 

მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Activities Guide: Enhancing and Practicing Executive Function Skills with Children from Infancy to Adolescence: https://bit.ly/3wsHrsZ