პროფესიონალებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები

7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

ქვემოთ წარმოდგენილი თამაშები ხელს უწყობენ სასკოლო ასაკის ბავშვებში თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია თამაშებისა და აქტივობების სირთულის სტაბილური ზრდა.

სამაგიდო თამაშები

კარტით თამაშები, რომლებშიც ბავშვებს თამაშის დროს  კარტის თვალყურის დევნება უწევთ, ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, დაგეგმვის და სტრატეგიის განვითარებით ხელს უწყობს გონებრივ მოქნილობას. უმცროსი ასაკის ბავშვებში  თამაში, რომელიც მოითხოვს კარტების დაწყვილებას მასტების და რიცხვების მიხედვით, კოგნიტური მოქნილობის  ტესტირებას ახდენენ. 

ნებისმიერი თამაში, რომელიც მოიცავს სტრატეგიის ჩამოყალიბებას, რთული სვლების დამახსოვრებას, სვლების წინასწარი დაგეგმვას და გეგმების კორექტირებას, კარგია  ყურადღების სტიმულაციის და  სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების გასავითარებლად.  კლასიკური  სტრატეგიული თამაშია ჭადრაკი. ჭადრაკი ანვითარებს შემეცნებით მოქნილობას და მუშა მეხსიერებას.

ამ ასაკის ბავშვებს უყვართ უფრო რთული წარმოსახვით თამაშები, რომლებიც საჭიროებენ მუშა მეხსიერებაში რთული ინფორმაციის შენახვას, წარმოსახვით სამყაროში მონახულებული ადგილების შესახებ ინფორმაციის დამახსოვრებას, წესებს, თუ როგორ შეიძლება  მახასიათებლების  და მასალების გამოყენება  და სტრატეგიას, დასახული  მიზნების მისაღწევად. Minecraft არის ამ ტიპის პოპულარული კომპიუტერული თამაში, ხოლო Dungeons & Dragons ბარათებზე დაფუძნებული თამაშების დიდი ხნის ფავორიტია.

 

ფიზიკური თამაშები

ფიზიკური თამაშები  ავითარებენ  და ავარჯიშებენ ბავშვების უნარ-ჩვევებს დაიცვან რთული წესები, აკონტროლონ საკუთარი და სხვების ქმედებები, მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები და მოქნილად  მოახდინონ რეაგირება. არსებობს მტკიცებულება, რომ მაღალი დონის ფიზიკური აქტივობას, რომელიც მოითხოვს კოორდინაციას, შეუძლია გააუმჯობესოს აღმასრულებელი ფუნქციის ყველა ასპექტი. ასეთია, მაგალითად, ფეხბურთი.

 

ამ ასაკის ბავშვებში პოპულარულია თოკზე ხტომის სხვადასხვა თამაში - ბავშვებს შეუძლიათ საკმაოდ დახელოვნდნენ თოკზე ხტომაში. თოკით თამაშებში  მოითხოვს ყურადღების  და მუშა მეხსიერების კონტროლს.

 

თამაშები, რომლებიც საჭიროებენ გარემოს მუდმივ მონიტორინგს და სწრაფ რეაგირებას, ასევე მოითხოვენ  შერჩევით ყურადღებას, კონტროლს  და შეკავებას.

უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის დამალობანას თამაშები, განსაკუთრებით  რომლებსაც თამაშობენ სიბნელეში, სახალისოა. უფროს ბავშვებს შეუძლიათ ისიამოვნონ ისეთი თამაშებით, როგორიცაა „პეინთბოლი“ და სხვა.

 

ბევრი ვიდეო თამაში, ასევე, უზრუნველყოფს შერჩევით ყურადღებას, კონტროლს  და შეკავების უნარების განვითარებას,  მაგრამ შეიძლება მოიცავდეს ძალადობრივ სცენებს. ამიტომ, ყურადღებით უნდა იქნას შერჩეული  შესაბამისი ვარიანტები  და დაწესდეს დროის გონივრული ლიმიტი.

 

მუსიკა, სიმღერა და ცეკვა

მუსიკალური ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლამ შეიძლება შეამოწმოს შერჩევითი ყურადღება და თვითკონტროლი. საჭირო ფიზიკური უნარების გარდა, ეს აქტივობა მუშა მეხსიერებისგან მოითხოვს მელოდიის დამახსოვრებას. ასევე, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ორი ხელის კოორდინაციის პრაქტიკა ხელს უწყობს  ტვინის აღმასრულებელ ფუნქციის გაუმჯობესებას.

 

მიუხედავად იმისა, ბავშვები სწავლობენ თუ არა ინსტრუმენტზე დაკვრას, დადიან  თუ არა მუსიკაზე, გაკვეთილზე ან საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს, მათ მაინც შეიძლება მოუხდეთ რიტმის შაბლონების დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმპროვიზაციას (მაგ. ტაშის დაკვრა). ეს ხელს უწყობს მუშა მეხსიერების, ყურადღების, კოგნიტური მოქნილობისა და  კოორდინაციის განვითარებას.

 

ბავშვისთვის  სიმღერის  გუნდში მონაწილეობა, ასევე სახალისო გამოწვევაა, და ეხმარება მუშა მეხსიერების, კოორდინაციის, მონიტორინგის უნარისა და შერჩევითი ყურადღების განვითარებას.

 

ცეკვა უამრავ შესაძლებლობას იძლევა ყურადღების, თვითკონტროლის და მუშა მეხსიერების განსავითარებლად, რადგან მოცეკვავეებს  უნდა ახსოვდეთ ქორეოგრაფია, მოახდინონ მუსიკასთან მოძრაობის კოორდინაცია.

 

თავსატეხები

თავსატეხები, რომლებიც  მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვას და მანიპულირებას საჭიროებენ, არის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების უნარების განვითარების კარგი შესაძლებლობა.

კროსვორდი ტიპის თავსატეხები მუშა მეხსიერებაში  ასოებითა და სიტყვებით მანიპულირებას ეყრდნობა და ავითარებს შემეცნებით მოქნილობას. კროსვორდის ტიპის თავსატეხები არსებობს განვითარების ყველა დონის ბავშვებისთვის. კლასიკური სივრცითი თავსატეხები, როგორიცაა „რუბიკის კუბი“, ბავშვებისგან მოითხოვს გონებრივ მოქნილობას და გადაწყვეტილების მიღებისას სივრცითი ინფორმაციის გათვალისწინებას.

 

მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Activities Guide: Enhancing and Practicing Executive Function Skills with Children from Infancy to Adolescence: https://bit.ly/3wsHrsZ