პროფესიონალებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები  6 - 18 თვის ასაკის ბავშვები
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

 

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები

6 - 18 თვის ასაკის ბავშვები

ამ ასაკის  ბავშვები აქტიურად ავითარებენ  ძირითად აღმასრულებელ ფუნქციას და თვითრეგულირების  უნარებს. აქტივობები, რომელზეც ვისაუბრებთ ხელს უწყობს ჩვილების, ადრეული ასაკის ბავშვების  ყურადღების გამახვილებას, სამუშაო მეხსიერების გამოყენებას და ბაზისური თვითკონტროლის უნარების გავარჯიშებას.

საიმედო, გულისხმიერი ურთიერთობები უფროსთან ამ უნარების ჯანსაღი განვითარების საფუძველია. თუმცა, კონკრეტულ აქტივობებს  შეუძლია გააძლიეროს აღმასრულებელ ფუნქციის და თვითრეგულირების  ძირითადი კომპონენტები. მათი გამოყენებისას უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვილის ინტერესებს  და შეარჩიონ ისეთი აქტივობები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს მას, ამასთანავე მისცენ ბავშვს უფლება განსაზღვროს თამაშის ხანგრძლივობა.

დამალე და იპოვნე თამაში  მუშა მეხსიერებას ავარჯიშებს, რადგან უბიძგებს პატარას დაიმახსოვროს ვინ იმალება და  ასევე ავარჯიშებს თვითკონტროლის ძირითად უნარებს. დამალობანას თამაში შესანიშნავი საშუალებაა მუშა მეხსიერების სტიმულირებისთვის.

  • სათამაშო დამალეთ  ქსოვილის ქვეშ და წაახალისეთ ბავშვი მოძებნოს იგი. მას შემდეგ, რაც ბავშვი შეძლებს სწრაფად იპოვოს სათამაშო, კვლავ  დამალეთ  და  წაახალისეთ მოძებნოს სათამაშო. როდესაც ბავშვი იმახსოვრებს რა იყო და გონებაში თვალყურს ადევნებს გადაადგილებას, ის ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას.
  • ამ თამაშების კიდევ ერთი რთული ვერსია მოიცავს ჭიქების ნაკრების დადებას დიდ ლანგარზე, რომელიც ტრიალებს, საგანს მალავთ ჭიქის  ქვეშ, შემდეგ კი ატრიალებთ ლანგარს. ერთზე მეტი საგნის  დამალვამ ასევე შეიძლება გაართულოს ამოცანა.

 

იმიტაცია ან კოპირების თამაში - ჩვილებს უყვართ უფროსების კოპირება. როდესაც ისინი ბაძავენ უფროსს, მათ  თვალყური უნდა ადევნონ თქვენს ქმედებებს, დაიმახსოვრონ ისინი, დაელოდონ თავის რიგს და შემდეგ გაიხსენონ რა გააკეთეთ. ამით ისინი ავარჯიშებენ ყურადღებას, მუშა მეხსიერებას და თვითკონტროლს.

  • ამ თამაშების  მრავალი ფორმა არსებობს, დაწყებული   მარტივი ჟესტების შესრულებით  (მაგ. ხელების მოძრაობა)მორიგეობით, დამთავრებული სათამაშოების გარკვეული წესით განლაგებით და ბავშვებისთვის თხოვნით  მოახდინონ თქვენი კოპირება.
  • უფროსებს  ასევე შეუძლიათ  სათამაშოებით თამაშის ხერხების  დემონსტრირება, მაგალითად სათამაშო ცხენის გაჭენება ან თოჯინის დარწევა. ეს სათამაშოების, როგორც რეალური ობიექტების სიმბოლოების, გამოყენების კონცეფციას აყალიბებს.

მარტივი როლური თამაში - ამ ასაკობრივი კატეგორიის  ბავშვებს უყვართ იმ ამოცანების შესრულება, რომელსაც  ხედავენ, რომ თქვენ ასრულებთ.

  • თანმიმდევრობით ჩართეთ ბავშვები ნებისმიერი სახის საქმიანობაში, რომელიც მას აინტერესებს , მაგალითად იატაკის გაწმენდა, სათამაშოების ალაგება და ა.შ. ეს თამაშები  წარმოსახვითი თამაშის საფუძვლებს ნერგავს და ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, თვითკონტროლს და შერჩევით ყურადღებას, რადგან ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს აქტივობა, რომ შეასრულოს ის, თავიდან აიცილოს ყურადღების გაფანტვის ფაქტორი და შეაფერხოს სხვა რამის კეთების იმპულსი.
  • ბავშვებს, ასაკის მატებასთან ერთად, შეუძლიათ დაიმახსოვრონ და შეასრულონ უფრო რთული როლები. ისინი ასევე იწყებენ აქტივობების ინიცირებას.

თითებით თამაში - სიმღერები თუ წამღერება ხელის მარტივი მოძრაობებთან ერთად  ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის და ავითარებს თვითკონტროლს და მუშა მეხსიერებას, ასევე მეტყველებას. https://www.youtube.com/watch?v=bRNDu3O2VQY

საუბარი -ადრეული ბავშვობის პერიოდში მარტივი საუბარი მშვენიერი საშუალებაა ყურადღების, სამუშაო მეხსიერების და თვითკონტროლის შესაქმნელად.

  • დააკვირდით რა იქცევს ბავშვის ყურადღებას  და ხმამაღლა დაასახელეთ ის საგნები, ჩვილი სავარაუდოდ   ყურადღებას ცოტა დიდხანს შეაჩერებს ამ საგანზე, ივარჯიშებს აქტიურად ყურადღების გამახვილებასა და შენარჩუნებაში.
  • ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, საინტერესო საგნებისა თუ მოვლენების შესახებ მითითება და საუბარი მას დაეხმარება ისწავლოს ყურადღების გამახვილება, იმაზე, რაზეც უფროსმა ადამიანმა მიუთითა. როდესაც ბავშვები სწავლობენ ლაპარაკს, ისინი ასევე ავითარებენ მეხსიერებას, საბოლოო ჯამში სიტყვების საგნებთან და მოქმედებებთან შედარებით.
  • მშობლიური ენის გარდა ნებისმიერ ენაზე საუბარი ასევე სასარგებლოა. დადგენილია, რომ სხვადასხვა ასაკის ორენოვან ბავშვებს აქვთ აღმასრულებელი ფუნქციის უკეთესი უნარები, ვიდრე ერთენოვან ბავშვებს, ამიტომ დამატებითი ენის გამოყენების გამოცდილება მნიშვნელოვანი უნარია.

 

მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:https://bit.ly/3ke3tuY