პროფესიონალებისთვის

ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის საერთაშორისო კლასიფიკატორები
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი საერთაშორისო კლასიფიკაციების ქსელის მიერ შექმნილი კლასიფიკაციათა ოჯახი სამეცნიერო და საკლასიფიკაციო პრინციპებს ეფუძნება, საერთაშორისოდ გამოყენებადია, ფოკუსირდება ჯანმრთელობის მრავალგანზომილებიან ასპექტებზე და სხვადასხვა მომხმარებლების მოთხოვნილებებს პასუხობს.


არსებობული კლასიფიკაციები მოიცავენ ჯანდაცვის სისტემის ძირითად პარამეტრებს, როგორიცაა სიკვდილიანობა, დაავადება, ფუნქციონირება, ინვალიდობა, ჯანმრთელობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩარევები. ჯანმო-ს საცნობარო კლასიფიკაციები საერთაშორისო შეთანხმების შედეგს წარმოადგენს. ისინი ფართოდ არის მიღებული და არსებობს ოფიციალური შეთანხმება და რეკომენდაცია მათ გამოყენებაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ანგარიშგებისთვის. ICD-10 საცნობარო კლასიფიკაციას მიეკუთვნება. ხოლო ICPC-2-R -პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკაცია დაკავშირებულ კლასიფიკაციებს მიეკუთვნება.


პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკაცია ICPC-2-R -ი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის კლინიკური ინფორმაციის მოსაწესრიგებლად. ICPC-2-R - ს აქვს მარტივი ორღეძიანი სტრუქტურა, ის მოიცავს 17 თავს, რომლებიც სხეულის სისტემების მიხედვით არის დალაგებული ერთ ღერძზე, ანბანური კოდით; თვითოეულს თავს აქვს შვიდი კომპონენტი რუბირკებით, რომლებსაც მეორე ღერძზე ორციფრა კოდი გააჩნია. ICPC-ი მონაცემთა ჩანაწერების კოდირებას ამარტივებს.


ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია ICD - 10 -ის მიზანს წარმოადგენს სისტემატიზებული რეგისტრაციის, ანალიზის, ინტერპრეტაციის პირობების შექმნა და სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში სხვადასხვა დროს მიღებული სიკვდილიანობის და დაავადებიანობის მონაცემთა შედარება. ICD - 10 გამოიყენება ავადმყოფობათა დიაგნოზების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სიტყვიერი ფორმულირების გარდასაქმნელად ანბანურ-რიცხობრივ კოდად, რომლებიც მონაცემთა ადვილად შენახვის, მოპოვების და ანალიზის საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად ICD-10 იქცა საერთაშორისო სადიაგნოსტიკო კლასიფიკაციის სტანდარტად. ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის კოდირების სახელმძღვანელო პრინციპები მოცემულია ICD -10-ის IXX და XX კლასში.

კლასი IXX - დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები

კლასი IXX გამოიყენება ისეთი მდგომარეობების რეგისტრაციისას, როგორიცაა ტრავმა, მოწამვლა ან გარეგანი მიზეზების სხვა ზემოქმედება - აუცილებელია მთლიან მოცულობაში აღიწეროს, როგორც მდგომარეობის ხასიათი, ისე მისი გამომწვევი გარემოებები.
ამ კლასის S და T სექციების ბლოკები, შეიცავს ტრავმებს, რომლებიც სამნიშნა რუბრიკების დონეზე ტიპების მიხედვით კლასიფიცირდება.
S-სექცია გამოიყენება სხეულის დაზუსტებული ნაწილების სხვადასხვა ტიპის ტრავმების კოდირებისათვის, ხოლო T-სექცია - მრავლობითი და სხეულის დაუზუსტებელი ნაწილების ტრავმების, ასევე მოწამვლებისა და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგის კოდირებისათვის.

კლასი XX - ავადობის და სიკვდილიანობის გარე მიზეზები

XX კლასი საშუალებას იძლევა მოვახდინოთ შემთხვევების, პირობების და მდგომარეობების კვალიფიკაცია, რომლებმაც გამოიწვიეს ტრავმა, მოწამვლა და სხვა დაზიანებები. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება ამ კლასის კოდი (V01 -დან Y98 -ის ჩათვლით) იგულისხმება, რომ იგი არის დამატებითი კოდი, სხვა კლასების კოდებთან ერთად და იგი აზუსტებს მდგომარეობის ხასიათს.
ყველაზე ხშირად მდგომარეობის დახასიათება ხდება XIX კლასის (“ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი”) კოდებით. ძალადობის ან სიკვდილობის მიზეზების დამუშავება რეკომენდებულია მოხდეს XIX და XX კლასების რუბრიკების შესაბამისად. სხვა მდგომარეობები, რომელთა დაკავშირება შესაძლებელია გარეგანი მიზეზების ზემოქმედებასთან, კლასიფიცირებულია I-XVIII კლასებში. ამ კლასებისთვისაც XX კლასის კოდები გამოიყენება როგორც დამატებითი ინფორმაციის შემცველი კოდი.
თუ არსებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად იკვეთება ძალადობის სურათი, კოდების გამოყენება ხდება IX კლასიდან: დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები (S00-T88):
o კოდი T74.- მოზრდილსა და ბავშვზე ძალადობის, უგულებელყოფა და სხვა არაღირსეული მოპყრობა, დადასტურებულია
o კოდი T76. - მოზრდილსა და ბავშვზე ძალადობის, უგულებელყოფა და სხვა არაღირსეული მოპყრობის საფუძვლიანი ეჭვი
როდესაც ძალადობა დადსტურებულია და ამავე დროს მოძალადე იდენტიფიცირებულია ასეთ, შემთხვევაში ამ კოდებს ემატება მეორე კოდი სექციიდან Y07 - მოძალადე.
ძალადობის შემთხვევების დროს კოდირების თანმიმდევრობა შემდეგია: პირველადი ძალადობის შესაბამისი კოდების: T74.- მოზრდილსა და ბავშვზე ძალადობის, უგულებელყოფა და სხვა არაღირსეული მოპყრობა, დადასტურებულია; გამოტანის შემდეგ ხდება არსებული/გამოვლენილი დაზიანებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კოდების გამოყენება.

ICPC--ისა და ICD -10-ის შორის არსებული ურთიერთობები საკმაოდ რთულია. ორივეს გააჩნია ისეთი ცნებები, რომელიც მეორეში ზუსტად არ არის წარმოდგენილი. მაგრამ თითოეული კლასიფიკატორის რუბრიკების უმეტესობისათვის მეორე კლასიფიკატორის ერთი ან მეტი შესატყვისი რუბრიკის დაკავშირება შეიძლება.

ICPC -2-ის რუბრიკების ცხრილულ ჩამონათვალში თითოეული რუბრიკა ICD - 10-ის ყველა იმ რუბრიკას მოიცავს, რომელთანაც არის დაკავშირებული. ICD -10-ის ზოგიერთი კოდი ICPC -2-ის ერთზე მეტ რუბრიკას შეესაბამება.


ბავშვზე ძალადობის კოდები ICPC -2-ის და ICD - 10-ის საერთაშორისო კლსასიფიკატორების მიხედვით

ურთიერთობის პრობლემები ბავშვებთან
ICPC -2 ------ Z16
ICD -10 -------T74.0, T74.3, Z61, Z62, Z63.8 ()
იგულისხმება: ბავშვის შეურაცხყოფა (ემოციური)
არ იგულისხმება: ფიზიკური შეურაცხყოფა Z25
შენიშვნა: პრობლემებთან ოჯახში, რომლებიც წამოიჭრა ბავშვებთან ურთიერთობის გამო, არსებითია მოთხოვნა, რომ მიღწეულ იქნეს ურთიერთშეთანხმება, რომ ეს პრობლემა არსებობს და პაციენტს დახმარება ესაჭიროება

ძალადობის / სიცოცხლისთვის საშიში ეპიზოდის შემდგომი პრობლემები
ICPC -2 -------- Z25
ICD -10 ------- T74.1, T74.2, T74.8, T74.9, Z65.4, Z65.5
იგულისხმება: ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების, სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი.
არ იგულისხმება: პარტნიორის ემოციური შეურაცხყოფა Z12; პარტნიორის ფიზიკური შეურაცხყოფა Z13; ბავშვის ემოციური შეურაცხყოფა Z1: ფიზიკური პრობლემის შემთხვევაში დასვით სათანადო რუბრიკის კოდი შესაბამისი თავიდან; ფსიქიკური პრობლემის შემთხვევაში დასვით კოდი თავი P–დან
შენიშვნა:სოციალური პრობლემებთან, რომლებიც წამოჭრილია თავდასხმის ან სხვა საზიანო მოქმედების გამო, მიმართებაში არსებითია მოთხოვნა, რომ მიღწეულ იქნეს ურთიერთშეთანხმება, რომ ეს პრობლემა არსებობს და პაციენტს დახმარება ესაჭიროება.

 

ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის შემთხვევების კოდები ICD - 10-ის საერთაშორისო კლსასიფიკატორების მიხედვით 

ცხრილი 1. ICD -ის კოდები ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის შემთხვევების იდენტიფიცირებისათვის 

კოდის ტიპი ICD -10 კოდი ICD 10 - კოდის აღწერა
დიაგნოზის კოდები T74.0 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: უგულებელყოფა და მიტოვება
  T74.1 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფიზიკური ძალადობა
  T74.2 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სექსუალური ძალადობა
  T74.3 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა
  T74.8 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები
  T74.9 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელი არაღირსეულად მოპყრობის სინდრომი
  Z04.4 გასინჯვა და დაკვირვება სავარაუდო გაუპატიურების ან გარყვნილი ქმედების შემდეგ
  Z04.5 გასინჯვა და დაკვირვება სხვა მიყენებული დაზიანების შემდეგ
  Z61.4 პირველადი მხარდამჭერი/მზრუნველი გარემოდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
  Z61.5 გარეშე პირის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
  Z61.6 ბავშვზე სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები
  Z62.0 მშობლის მიერ  ბავშვზე არასათანადო მეთვალყურეობა და კონტროლი
  Z62.3 ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)
  Z62.4 ბავშვის ემოციური უგულებელყოფა
  Z62.5 ბავშვის უგულებელყოფით აღზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
  Z62.6 მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური  თვისებები
     
 გამომწვევი გარე ფაქტორების კოდები X85-Y09 თავდასხმის კოდები –მოიცავს მოძალადის 5 კოდს, ესენია:
  1 მშობელი
  2 ოჯახის სხვა წევრი
  3 მზრუნველი პირი
  8 სხვა განსაზღვრული პირი*
  9 სხვა განუსაზღვრელი პირი*
     
 პროცედურების კოდები 5830600 მთლიანი ჩონჩხის რადიოგრაფია
  5830600 ფიზიკური ძალადობის კონსულტირება
     

*არაღირსეულად მოპყრობის ჯგუფში სხვა განუსაზღვრელი ან განსაზღვრული პირი შედის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ბავშვი 14 წლისაა ან უფრო პატარაა (იხილეთ მეთოდოლოგიის ნაწილი უფრო დაწვრილებით განმარტებისათვის).

 

ცხრილი 2
ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის ტიპების მიხედვით დაჯგუფებული ICD-ის კოდები.

არაღირსეულად მოპყრობის ტიპი

ICD-10 კოდი

ICD-10კოდის აღწერა

უგულებელყოფა

 T74.0

არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: უგულებელყოფა ან მიტოვება

 

 Y06

უგულებელყოფა და მიტოვება

 

 Z62.0

მშობლის მიერ  ბავშვზე არასათანადო მეთვალყურეობა და კონტროლი

 

 Z62.4

ბავშვის ემოციური უგულებელყოფა

 

 Z62.5

ბავშვის უგულებელყოფით აღზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები

ფიზიკური ძალადობა

 T74.1

არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფიზიკური ძალადობა

 

X85-Y04,

Y08– Y09

თავდასხმა (გარდა“Y05 სექსუალური თავდასხმა“, „Y06 უგულებელყოფა და მიტოვება“,  „Y07 სხვა არაღირსეული მოქცევის სინდრომები“)

 

 Z04.5

გასინჯვა და დაკვირვება სხვა მიყენებული დაზიანების შემდეგ

 

 Z61.6

ბავშვზე სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები

სექსუალური ძალადობა

 T74.2

არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სექსუალური ძალადობა

 

 

 Y05

სექსუალურითავდასხმა ფიზიკური ძალდატანებით/სხეულზე ზეწოლით/ძალადობით

 

 Z04.4

გასინჯვა და დაკვირვება სავარაუდო გაუპატიურების ან გარყვნილი ქმედების შემდეგ

 

 Z61.4

პირველადი მხარდამჭერი/მზრუნველი გარემოდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები

 

 Z61.5

გარეშე პირის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები

ემოციური ან ფსიქოლოგიური ძალადობა

 T74.3

არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა

 

 Z62.3

ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)

 

 Z62.6

მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური  თვისებები

სხვა ან განუსაზღვრელი/

არასპეციფიური/

დაუზუსტებელი/

 

 T74.8

არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები

 

 T74.9

არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელიარაღირსეულად მოპყრობის სინდრომი

 

 Y07

სხვა არაღირსეული მოქცევის სინდრომები

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ