პროფესიონალებისთვის

ბავშვზე სექსუალური ძალადობის დიაგნოსტირება
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ხშირად სექსუალური ძალადობა სხვა ტიპის ძალადობებთანაა დაკავშირებული. სექსუალურ ძალადობასთან გამკლავებაში თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ამ ტიპის ძალადობის არსებობისას, ექიმმა რაც შეიძლება ადრე უნდა მიიღოს რჩევა ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტისაგან.
სექსუალური ძალადობა ბავშვზე სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს: მომხდარი ზოგჯერ გასაუბრების დროს შეიძლება ამოტივტივდეს, ზოგჯერ ექიმის მიერ გასინჯვის დროს. მოძალადეს ბავშვთან სპეციფიკური ურთიერთობა აქვს - ის შეიძლება ეფერებოდეს და ემუქრებოდეს. ამიტომაც ბავშვის მიერ ძალადობის გამოაშკარავება იშვიათია, განსაკუთრებით ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე. სექსუალური ძალადობის აღმოსაჩენად აუცილებელია ისტორიის, ბავშვის ქცევისა და ფიზიკური ნიშნების ერთმანეთთან დაკავშირება.

ნიშნები და სიმპტომები 


(a) ვაგინალური სისხლდენა – სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს:
(i) ტრავმა:
• სექსუალური ძალადობა.
• შემთხვევითი დაზიანება - აუცილებელია გარემოებების ზუსტად დადგენა.
(ii) ნაადრევი მომწიფებულობა.
(iii) კანის დაავადება – სკლეროზული ლიქენი (არ გამორიცხავს ძალადობას).
(iv) იშვიათი ანატომიური ანომალია – ჰემანგიომა.

(b) რექტალური სისხლდენა – სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს:
(i) ნახეთქები, რომელთა მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება ან ძალადობა;
(ii) ყაბზობა,ნაწლავის ანთებითი დაავადება;
(iii) ინფექციური დიარეა;
(iv) პოლიპი (იშვიათია).

(c) ვულვოვაგინიტი, დიზურიით ან მის გარეშე – სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს: 
(i) ცუდი ჰიგიენა. 
(ii) ტრავმა – ინტერკრურალური სექსი. 
(iii) კანის დაავადება – სკლეროზული ლიქენი, ეგზემა. 
(iv) ალერგია – საპონზე, შამპუნზე და ასე შემდეგ. 
(v) ინფექცია/ინვაზია. 
თუ ვულვოვაგინიტი არ ექვემდებარება მკურნალობას, აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება 
(vii) მასტურბაცია: 
ბავშვებისათვის მასტურბაცია ნორმალურია, მაგრამ საყურადღებოა გადამეტებული მასტურბაცია (საჯარო, ხელისშემშლელი) როგორც წესი, მასტურბაცია სხეულს არ აზიანებს. 
(viii) უცხო სხეული ანუსში/ვაგინაში: 
საკმაოდ იშვიათია, თუმცა, შესაძლოა, სექსუალურ ძალადობასთან იყოს დაკავშირებული. ბავშვი გადამისამართებული უნდა იქნას სასამართლო-სამედიცინო შეფასებისთვის. 

(d) ენკოპრეზი/ენურეზი:

(i) შეკრულობა, ენკოპრეზი და ენურეზი ბავშვებში გავრცელებული პრობლემებია. იშვიათად შესაძლოა ფიზიკურ მიზეზებთან დაკავშირება, თუმცა, როგორც წესი, ფსიქოლოგიური/ქცევითი ფაქტორებითაა გამოწვეული. დიფერენციალური დიაგნოზის დასმისას სექსუალური ძალადობა გათვალისწინებული უნდა იყოს..
(ii) ენკოპრეზი – სხვების თანდასწრებით შეიძლება უკავშირდებოდეს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. რომლებიც, შესაძლოა, სექსუალური ძალადობით იყოს გამოწვეული.

(e) ქცევითი გამოვლინებები:

(i) ბავშვის ქცევაზე სექსუალური ძალადობა, შესაძლოა, ბევრნაირად აისახოს: თვითდაზიანება/დასახიჩრება, მომატებული აგრესია, სექსუალური ქცევა, ფსიქომოტორული დარღვევები.
(ii) ბავშვმა სექსუალური ძალადობა შეიძლება ბევრნაირად გამოსახოს (კოშმარები, სკოლაში ჩამორჩენა, შფოთვა, გაზრდილი მიჯაჭვულობა). თუ ბავშვის შეცვლილი ქცევის უკან აშკარა მიზეზი არ დგას, საკითხი საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი.

(f) გარკვეული დიაგნოსტიკური გამოვლინებები:

(i) ორსულობა;
(ii) სქესობრივად გადამდები დაავადებები (ქლამიდია, გონოკოკი);
(iii) სპერმის კვალი.

ისტორია
როგორც ნებისმიერი სხვა დიაგნოზის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ისტორიის გათვალისწინება. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:

(i) შარდვასთან და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები;
(ii) გენიტალური/ანალური სიმპტომების ისტორია;
(iii) ცვლილებები ქცევაში;
(iv) მოზარდებში მენსტრუალური და სქესობრივი ისტორია;
(v) თუ სექსუალურ ძალადობაზე საფუძვლიანი ეჭვი იბადება (მათ შორის ბავშვის ნათქვამით), აუცილებელია სამართალდამცავი და ბავშვზე ზრუნვის სამსახურის ჩართვა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ბავშვის გამოკითხვა/დაკითხვა;
(vi) თუ გამოკითხვა უკვე ჩატარებულია, არ არის აუცილებელი ყველაფრის თავიდან დაწყება, მხოლოდ არსებითი დეტალების უნდა იქნეს დაზუსტებული;
(vii) თუ არავითარი გამოკითხვა არ ჩატარებულა, მაშინ ისტორია თქვენს ხელშია. მიეცით ბავშვს საშუალება, თავისუფლად ილაპარაკოს. არ დასვათ პირდაპირი ან ჩამაგონებელი კითხვები და სიტყვასიტყვით ჩაიწერეთ როგორც კითხვები, აგრეთვე პასუხებიც. ყველაფერი, რასაც ბავშვი იტყვის, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას, როგორც სამხილი სასამართლოში. მიღებული ინფორმაცია შესაძლოა არასანდო გახდეს (მაგალითად ინფორმაცია მიღებული ისეთი შეკითხვით, რომელიც თავად შეიცავს პასუხს ან მიღებულია პირდაპირი კითხვების დასმით).


როდის უნდა შემოწმდეს ბავშვის გენიტალიები და ანუსი

(a) ანალური/გენიტალური გამოკვლევა შეიძლება რიგითი გამოკვლევის ნაწილი იყოს, გარკვეულ სიტუაციებში ის აუცილებელი პროცედურაცაა (მაგალითად, შარდსაწვეთი გზის ინფეექციის, ენკოპრეზის, აბდომინალური ტკივილის, მექანიკური დაზიანების დროს).

(b) კარგი იქნება/სავალდებულოა, გამოკვლევის დაწყებამდე ბავშვისა და მშობლისაგან თანხმობის მიღება. „მე ბავშვს მთლიან გამოკვლევას ვუკეთებ ხოლმე, ქვედა ნაწილისაც“ - მსგავსი ფრაზების გამოყენება შესაძლოა გამოსადეგი იყოს;

(c) ძალადობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია, გამოკვლევა შესაბამისმა სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა ჩაატაროს (სასურველია გამოცდილება სექსუალურ ძალადობის საკითხებში), მნიშვნელოვანია კოლპოსკოპია და კვლევის შედეგების ფოტოდოკუმენტირება. აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტირება - STI ტესტი.

გამოკვლევის მეთოდოლოგია
როდესაც არსებობს ეჭვი ძალადობაზე, გამოკვლევის ჩატარების მეთოდოლოგია შემდეგია:
(a) ქალის გენიტალიების გამოკვლევა, როგორც წესი, დაწოლილ, ბაყაყისებურ პოზაში ხდება;
(b) პოსტერიული ჰიმენის უკეთ დასანახად გამოსადეგია მუხლები მკერდთან პოზიცია;
(c) როგორც წესი, მომწიფების ასაკამდელ გოგონებს არ უტარდებათ ინტერნალურ-ინსტრუმენტალური კვლევა. საქალწულე აპკის კვლევა სხვა ტექნიკების გამოყენებით ხდება: მაგალითად, ფოლის კათეტერის გამოყენებით და სხვა.
(d) მომწიფების ასაკის ბავშვები, შესაძლოა, უფრო დეტალურ გამოკვლევას საჭიროებდნენ. ნიმუშის ასაღებად (სასამართლო ექსპერტიზა და სქესობრივად გადამდები დაავადებების ტესტირება) გამოიყენება სარკე (მწვავე დაზიანებებების არსებობის შემთხვევაში პროქტოსკოპი ნაკლებად დისკომფორტულია);
(e) ანალური გამოკვლევა, როგორც წესი, მარცხნივ გადაწოლილ პოზიციაში ტარდება, გაშალეთ დუნდულები, დააკვირდით 30 წამის განმავლობაში (შესაძლოა, ანუსი გვიან გაფართოვდეს). ანუსის გაფართოება, შესაძლოა, სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებდეს, თუმცა, დიაგნოზის დასმის ერთადერთი საფუძველი ვერ იქნება.
(f) აიღეთ ნიმუშები სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე შესამოწმებლად.
(g) აიღეთ ნიმუშები სასამართლო ექსპერტიზისათვის

მნიშვნელოვანია ბავშვის სტომატოლოგიური დათვალიერება. ყურადღება უნდა გამახვილდეს კბილების არქონაზე, ტრავმირებული კბილების არსებობაზე, აგრეთვე, პირის ღრუში რბილი ქსოვილების დაზიანებაზე. წინა კბილების არქონა შეიძლება მოწმობდეს სექსუალურ ძალადობაზე ორალური სქესობრივი აქტის ფორმით.
ენისქვეშა არეში სისხლდენა, შესაძლოა, ქვედა ყბის მოტეხილობის შედეგი იყოს. სისხლჩაქცევები რბილ და მაგარ სასაზე შეიძლება მოწმობდეს სექსუალურ ძალადობაზე ორალური სქესობრივი აქტის ფორმით.

მტკიცებულების შეგროვება

(h) მტკიცებულების შეგროვება უნდა მოხდეს სუფთად და ზუსტად. დაფიქსირებული უნდა იყოს შემგროვებელი, პაციენტი, თარიღი, ხელმოწერა და სხვა ინფორმაცია.
(i) ზუსტად უნდა აღიწეროს თითოეული პირი, ვისაც მტკიცებულებასთან რაიმე შეხება ექნება (გადამტანი, ლაბორატორიის მკვლევარი). მაგალითები მოყვანილია 18a და 18b დანართებში.
(j) მწვავე შემთხვევებში, მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს რაც შეიძლება მალე - სასურველია, შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში;
(k) მტკიცებულებები შეიძლება არსებობდეს 72 საათი, ზოგჯერ 1 კვირაც კი;
(l) პირდაპირი მკიცებულებითი მნიშვნელობის ნიმუშები:
 უცხო სხეული ან სხვა ორგანული ნივთიერების ნარჩენები;
 ლაქა;
 სისხლი და შარდი ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე და სხვა ნივთიერებები;
 ანოგენიტალური ნაცხი სპერმისა და დნმ-ს შესასწავლად.
 გაურეცხავი ტანსაცმელი, თეთრეული, ნებისმიერი საგანი, რომელსაც, შესაძლოა, შემთხვევასთან კავშირი ჰქონდეს; 

 

დროის ლიმიტი მტკიცებულების მოსაპოვებლად

ადგილი სპერმატოზოიდი სპერმა

ვაგინა

ანუსი

პირის ღრუ

ტანსაცმელი/საწოლის თეთრეული

6დღე

3დღე

 

12–14საათიგარეცხვამდე

12–18საათი

3საათი

 

გარეცხვამდე

 

სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ყოველთვის აუცილებელია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა, შედარებით იშვიათია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა შემთხვევიდან რამდენიმე საათში ხდება (დაგვიანებული გამოვლენა, გაწელილი პროცედურები და სხვა). ამიტომ, კარგია, როდესაც სამედიცინო გამოკვლევას ატარებენ კარგად მომზადებული სპეციალისტები და არსებობს შესაბამისი ტექნიკური გარემო.

დაავადების მართვა

(a) ნიმუშების შეგროვების შემდეგ, აუცილებელია კონტრაცეფციის (ასაკის გათვალისწინებით) დანიშვნა და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების გამოწერა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში;.
(b) აუცილებელია ბავშვის ყველა საჭიროებების გათვალისწინება (მაგალითად, სკოლის გაცდენა, უგულებელყოფა, პრობლემური ურთიერთობა, განვითარებაში ჩამორჩენა, ინფექციები, იმუნიზაცია, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება);
(c) გაითვალისწინეთ აივ ინფიცირებულობის შესაძლებლობა და ეს საკითხი განიხილეთ მშობელთან/მზრუნველთან და ბავშვთან ერთად. რჩევისთვის მიმართეთ ვირუსოლოგს და განახორციელეთ შესაბამისი გამოკვლევა და მართვა.

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ