პროფესიონალებისთვის

ძალადობა ოჯახში
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ყველა სპეციასლისტი, რომელსაც შეხება აქვს ქალებთან და ბავშვებთან, ვალდებულია ყურადღებით იყოს ბავშვზე ძალადობის ნიშნებისადმი და უნდა იცოდეს, თუ რა კავშირია ოჯახში ძალადობასა და ბავშვზე ძალადობას შორის. გარდა ამისა, ექიმი (პედიატრი, ოჯახის ექიმი და სხვა) ინფორმირებული უნდა იყოს, სად შეიძლება მოიძიოს დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვის აღმოჩენის შემთხვევაში.

გამოვლინება

(a) მსხვერპლი: არის სოციალურად იზოლირებული, ფიზიკურად დაზიანებული; აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები;
(b) აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები: მშობელი ვერ უმკლავდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ იცავს ბავშვს;
(c) ბავშვი: არის შეშინებული, დამორცხვებული; აქვს შფოთვა, დაბალი თვითშეფასება, პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, შეცვლილი ქცევა, მომატებული აგრესია, ყურადღების დეფიციტი, დარღვეული ძილის რეჟიმი;
(d) ღარიბ და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის ბავშვებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ: ცუდი იმუნიზაცია, ცუდი დენტალური თუ სხვა ჯანმრთელობა.

შემდგომი ნაბიჯები:

(e) ბავშვის კეთილდღეობა მთავარია. განსაზღვრეთ საფრთხე, რომელიც მსხვერპლს ემუქრება;
(f) მსხვერპლს (მშობელს) შესთავაზეთ დახმარება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს პრაქტიკული ინფორმაციის გადაცემაში: როგორ მიმართოს უფლებადამცველებს, პოლიციას, სად ეძებოს თავშესაფარი და ასე შემდეგ;
(g) ყველაფერი აღწერეთ და დაიცავით კონფიდენციალურობა;
(h) გახსოვდეთ, თქვენი მოვალეობა ოჯახში ძალადობის შემთხვევის შეტყობინება და სხვა სამსახურებთან და უწყებებთან თანამშრომლობაა;
(i) ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საქმეები, როგორც წესი, რთული და დამღლელია, როგორც გონებრივად, ასევე ფსიქოლოგიურადაც.

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ